ლაბირინთის პოსტი მადლობებით დავამთავრე ამას კი დიდი მადლობით დავიწყებ.
და დიდი მადლობა
იოტას წევრებს მოგვენატრება ეს პროექტი. ამ 6 კვირის განმავლობაში მე, გიგა და მარო დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით [ხანაც მთელი ღამეები], ვწერდით, ვფიქრობდით, წარმატებული ღონისძიებების შემდეგ ზოგჯერ ვსვავდით და რათქმაუნდა პირველი ჭიქა ღრმა ამოსუნთქვის მერე პროექტისა და ჩვენი მორიგი წარმატებული ღონისიძიებისა იყო [მართლა] ]]]
ხოდა ეს 6 კვირა თავიდან ბოლომდე გამომცემლობას ვეკუთვნოდით [გარდა ძილად ყოფნის და ბილიარდის თამაშის პერიოდისა]
თავიდანვე დიდი მადლობით კი დავიწყე მაგრამ ეხლა ნინოსა და თამუნას მინდა ვუთხრა დიდზე დიდი მადლობა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო აი ასეთები ვიყავით მიახლოებით ჩვენც და სხვა გუნდის წევრებიც >>> http://www.youtube.com/watch?v=YqwxWlU5ON0
http://www.youtube.com/watch?v=nsSul7K2qso და ბუქ ბუქ ბუქ ..
ამ კვირას რაც შეეხება 5 ღონისძიება ჩავატარეთ და +დავალება, რომელსაც სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას ვანხორციელებდით. დაბეჭდილი გვქონდა ibook-ის ფლაერები[დააკლიკე და მოგიტანენ], რომლებიც დავარიგეთ რუსთავში, აკადემიაში და თბილისში ყველა სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას [გარდა ბოლო ღონისძიებისა].
1 - ორშაბათი - სამშაბათი. იოტას წევრებმა კურიერობა შევითავსეთ და კურიოტებად ვიქეცით.
2 - ოთხშაბათს ვესტუმრეთ რუსთავს წიგნებით, დროშებით, ფლაერებითა და კატალოგებით.
3 - ხუთშაბათს იყო აკადემიასა და კაფე 30-ში ჩატარებული გათამაშებები.
4 - შაბათს იოტანავტები წიგნით სავსე ურიკით ქუჩებში.
5 - კვირას კი მთელი ჩვენი ამ პროექტში მოღვაწეობის დამაგვირგვინებელი ღონისძიება გვქონდა საბჭოთა ბუნკერში.
6.18.2012
ლაბირინთი - ტრამალის მგელი და კიდევ სამი სხვა
ბოლო კვირისთვის იოტას გვქონდა კარგა ხნის დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავდით და პროექტის ბოლო დღეს განვახორციელეთ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ მართლაც მაგარი გამოგვივიდა.
ეს fb-ზე გაკეთებული ივენთი რომლის საშუალებითაც მოვიწვიეთ წიგნის პოვნის მსურველები.. http://www.facebook.com/events/396300110406265/ [ამ ლინკზევეა ერთ-ერთი მონაწილის მიერ ლაბირინთში გადაღებული ვიდეო(19 წუთიანი)], [ასევე ივენთის აღწერაში თვითონ ლაბირინთიცაა აღწერილი, ეს კი იმიტომ რომ ძალიან ბნელოდა და ფოტოებზე კარგად ვერ ავსახეთ იქაურობა]... იდეის გაჩენის დროს ვაპირებდით მხოლოდ ერთი წიგნის[ტრამალის მგელის] გათამაშებას, შაბათს გადავწყვიტეთ რომ გავათამაშებდით მეორე წიგნსაც. ვერაზე არსებულ საბჭოთა ბუნკერში რომელიც ბოტანიკურ ბაღამდე გადის
აკადემია და კაფე 30
ხუთშაბათს, აკადემიასა და კაფე 30-ში გავათამაშეთ ფასდაკლებები, ისეთივე პრინციპით როგორითაც რუსთავში.
ასევე კაფე 30-ში გავათამაშეთ 5 ფასდაკლება სიბრძნე სიცრუისაზე [ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნი, ძალიან კარგი ილუსტრაციებით]. გათამაშების პრინციპი ამ წიგნზე ასეთი იყო:
ასევე კაფე 30-ში გავათამაშეთ 5 ფასდაკლება სიბრძნე სიცრუისაზე [ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნი, ძალიან კარგი ილუსტრაციებით]. გათამაშების პრინციპი ამ წიგნზე ასეთი იყო:
6.17.2012
წიგნებით სავსე ურიკა
დაინტერესებული ადამიანები გვაჩერებდნენ და ათვალიერებდნენ ჩვენი ურიკის შიგთავსს.
რუსთავი
იქვე დავიწყეთ ibook–ის რეკლამის გაკეთება, ვარიგებდით ფლაერებს და ვაწვდიდით ინფორმაციას საიტის შესახებ.
რუსთავისათვის კარგი რამ გვქონდა მოფიქრებული და რათქმაუნდა განვახორციელეთ კიდეც. ერთ–ერთ ხალხმრავალ ბაღში დავბინავდით და დავიწყეთ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებში 10 გვერდის მონიშვნა. წაღებული წიგნებიდან ყველა მათგანში მოვნიშნეთ 10 გვერდი, ამოვირჩიეთ ფრაზა და დავიწყეთ 25%–იანი ფასდაკლების მოგების მსურველთა ძებნა. საკმაოდ ბევრნი აღმოჩნდნენ და რაც ფასდაკლებები გვქონდა სულ გავათამაშეთ. თამაშის პრინციპი ასეთი იყო:
კურიოტები
6.11.2012
მეხუთე კვირა
1[2] - ეს კვირა დაიწყო დიდუბეში სტუმრობით, იოტას დახლით მეტროს გამოსასვლელთან გარემოვაჭრეებს შორის.
ამ აქცია - პერფორმანსს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თან ერთვოდა მეორე აქტივობაც, ფლაერებისა და კატალოგების დარიგება.. ასევე ახლო მომავალში წიგნის ყიდვის მსურველებს გადაეცათ ფასდაკლების ბარათბი და ადგილობრივ გამყიდვლებს ჩავუტანეთ კატალოგიდან არჩეული მათთვის სასურველი რამდენიმე წიგნი.
3 - შემდეგ იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოებითა და დროშებით შეკაზმული მანქანა, რომლითაც თბილისის ცენტრალური ქუჩები მოვიარეთ.
4 - კაფე 30-ში, ინგმარ ბერგმანის laterna magica-სთან დაკავშირებული საღამო, სადაც წიგნზე და ბერგმანის კინემატოგრაფიაზე ისაუბრეს ბაკურ სულაკაურმა და laterna magica-ს მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ. გაიყიდა და გათამაშდა წიგნები. ასევე გავუშვით ბერგმანის ფილმი - ზაფხულის ღამის ღიმილი.. და ა.შ.
5 - კვირას, ღამის 10 საათზე, კვლავაც კაფე 30-ში ჯაზის მოყვარუთათვის მოეწყო საღამო ცოცხალი ჯაზ მუსიკის თანხლებით. სადაც გავათამაშეთ კახა თოლორდავას 'საუბრები ჯაზზე'.
საუბრები ჯაზზე
დღეს, კაფე 30-ში გაიმართა ვიკეასა და ოთო ბრძენიშვილის საღამო, რომლებმაც შეგვისრულეს მშვენიერი ქავერები მე-20 საუკუნის [და არამარტო] ყველაზე საინტერესო და ნოვატორული მუსიკალური მიმდინარეობიდან - ჯაზი. საღამოზე ვისაუბრეთ კახა თოლორდავას წიგნ 'საუბრები ჯაზზე'-ს ირგვლივ და ყველაზე მეტი მარკუს მილერზე.. [იგი დამსწრე საზოგადოებისათვის პროცენტულად ყველაზე საყვარელი ჯაზ შემსრულებელი აღმოჩნდა].
[http://www.youtube.com/watch?v=FX0rORcHOsA] ეს ლინკი კი მათთვისაა ვისაც ეს მიმდინარეობა ხიბლავს, king crimson-ის კომპოზიციის starless-ის ქავერი crimson jazz trio-ს შესრულებით.
[http://www.youtube.com/watch?v=FX0rORcHOsA] ეს ლინკი კი მათთვისაა ვისაც ეს მიმდინარეობა ხიბლავს, king crimson-ის კომპოზიციის starless-ის ქავერი crimson jazz trio-ს შესრულებით.
6.10.2012
LATERNA MAGICA
გუნდმა იოტამ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა და შემდეგ განგვეხორციელებინა საღამო - ინგმარ ბერგმანთან დაკავშირებული. ძირითადი მოტივი ამ საღამოს ორგანიზებისა იყო ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია ბერგმანზე როგორც მწერალზე, კინოხელოვანსა და რაც მთავარია როგორც პერსონაზე. გვესაუბრა მის ერთ–ერთ საუკეთესო წიგნზე "laterna magica"-ზე, რა თქმა უნდა წიგნის მთარგმნელ ლიკა ჩაფიზესთან და ბატონ ბაკურ სულაკაურთან ერთად.
6.09.2012
იოტას აქცია :]]]
სულ რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა აქცია რომელშიც იგულისხმებოდა რომ უბრალოდ ქუჩაში გვევლო მანქანით, რომელსაც შევნიღბავდით სულაკაურის გამომცემლობის ლოგოებით, დროშებითა და გუნდ იოტას სომბოლოთი.
6.08.2012
6.05.2012
დიდუბე
6.04.2012
მეოთხე კვირა
1. მეოთხე კვირაში იყო იოტა TV, კაფე გაბრიაძიდან რომ დავიწყეთ და ალექსანდროვის ბაღში დავასრულეთ. მიახლობით სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობდა ჩვენი ტელევიზორი.
დღე მეორე, დღე უკანასკნელი [03.06.12]
Open air - ის მეორე დღეს თავისი DDT - თი აბა ჩვენ როგორ გამოვაკლდებოდით. არც ამ გასართობ გარემოში დაგვვიწყებია საქმე და ერთმანეთს შევუთავსეთ ერთიცა და მეორეც. ავიტანეთ ბევრი ფერადი ბუშტი, დავიხეთქეთ ფილტვები მათი ბერვისგან და როცა ყველა მათგანი სავსე იყო ჟანგბადით მივაკარით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოები.
შიმშილის თამაშები ვაკის პარკში
გუშინ გუნდი იოტა დილაადრიან ესტუმრა ვაკის პარკს და პირველი საათისთვის მზადება დაიწყო. დავდეთ სხვადასხვა მინიშნებები ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ზოგი მათგანი ცრუ იყო, ზოგი წიგნამდე გზას აგრძელებდა ზოგიც პირიქით. ამ მინიშნებების ნაწილს თან ერთვოდა ფასდაკლების ბარათები
იოტა მაღლივში
იოტანავტელებმა გადავწყვიტეთ თსუ-ს მაღლივ კორპუსს ვსტუმტებოდით და იქაური სტუდენტებისთისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია "წიგნების თაობის" შესახებ.
6.02.2012
იოტა TV
6.01.2012
5.29.2012
მესამე კვირა
მესამე კვირა გამომცემლობის დავალების შესრულებით დავიწყეთ. მოვიძიეთ სამი სპონსორი სამი მწერლისთვის. რომლებიც წიგნის ფესტივალზე დააჯილდოვა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ჩვენი პირველი სპონსორი კინოთეატრი რუსთაველი გახდა
ყველაზე აქტიური ბორჯომი
ვიდეომასალა – http://www.facebook.com/photo.php?v=357992014267300
ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ იმას არა რომ ბორჯომი და ბორჯომელები ასე დაინტერესებოდნენ წიგნებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით.
სტუმრად ბორჯომის საბავშვო ბაღში
ჩვენ გადავწყვიტეთ გავცდენოდით თბილისის ფარგლებს და შემდეგი ღონისძიების ჩასატარებლად გავემგზავრეთ ქალაქ ბორჯომში. გადაწყვეტილი გვქონდა პირველად ვწვეოდით ბაღს და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გაგვეცნო ბავშვებისთვის.
5.28.2012
წიგნი დაუბრუნდა მკითხველს
24 მაისს თბილისის წიგნის გამოფენის მე–14 საერთაშორისო ფესტივალის დაწყების დღიდან ჩვენც აქტიურად დავიწყეთ წიგნის ფესტივალისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის შესახებ საზოგადოებისთვს ინფორმაციის მიწოდება.სულ რამდენიმე საათში 200–მდე ბუკლეტი გაქრა.
5.20.2012
მეორე კვირა
იოტას მეორე კვირა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამ 7 დღის განმავლობაში მოვასწარით 4 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღონისძიების ჩატარება, სხვა და სხვა გარემოსა და ხალხში.
ჩემოდანი
შეიძლება თუ არა რომ საბჭოთა კავშირი ერთ ჩემოდანში ჩაატიო? სერგეი დოვლატოვმა ეს მოახერხა და მისმა წიგნმა მოგვცა საშუალება გაგვეგო როგორ.
მათთვის ვინც დღემდე არ იცოდა ამ წიგნის შესახებ ჩვენ დავეხმარეთ რომ გაეგოთ.
გუდიაშვილის ბაღში ტარდებოდა მანიფესტი! როგორც მანიფესტი!, მეც ამ აქციაზე დამსწრეთა სიმრავლემ მომხიბლა და გადავწყვიტე დაგეგმილი პერფორმანსი
მათთვის ვინც დღემდე არ იცოდა ამ წიგნის შესახებ ჩვენ დავეხმარეთ რომ გაეგოთ.
გუდიაშვილის ბაღში ტარდებოდა მანიფესტი! როგორც მანიფესტი!, მეც ამ აქციაზე დამსწრეთა სიმრავლემ მომხიბლა და გადავწყვიტე დაგეგმილი პერფორმანსი
ფაზლი და ა.შ.
გუშინწინ ანუ 18-ში სამხატვრო აკადემიაში გავათამაშეთ ფასდაკლების ბარათები.
გათამაშების პრინციპი სახალისო იყო როგორც ჩვენთვის ასევე მონაწილეებისათვის და სასარგებლო გამომცემლობისთვის, რადგან როგორც აღმოვაჩინეთ ბევრმა აკადემიელმა არ იცოდა თუ როგორი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო, ჩვენი წყალობით კი
გათამაშების პრინციპი სახალისო იყო როგორც ჩვენთვის ასევე მონაწილეებისათვის და სასარგებლო გამომცემლობისთვის, რადგან როგორც აღმოვაჩინეთ ბევრმა აკადემიელმა არ იცოდა თუ როგორი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო, ჩვენი წყალობით კი
5.19.2012
3 კილომეტრი
დღეს სტარტი ავიღე მზიურიდან და 3 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი მას. მიზეზი რისთვისაც ეს მანძილი მე და კიდევ 75 ადამიანმა გავირბინეთ [ზოგი დასეირნობდა კიდეც] იყო ის, რომ
5.18.2012
5.17.2012
5.16.2012
ჩვენ, პიტერ პენი და ბავშვები
სტუმრობამ 171 ბაღის ბავშვებთან ისე კარგად ჩაიარა მეტი რომ არ შეიძლება. [რათქმაუნდა ყველაფერი შეიძლება]
დილაუთენია რომ მივედით ჯერ ჩვენმა დანახვამ აღუძრათ ინტერესი ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც, 3D პიტერ პენის დანახვამ ხომ სულ გააცხოველა ბავშვური ცნობისმოყვარეობა
დილაუთენია რომ მივედით ჯერ ჩვენმა დანახვამ აღუძრათ ინტერესი ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც, 3D პიტერ პენის დანახვამ ხომ სულ გააცხოველა ბავშვური ცნობისმოყვარეობა
რე–პრეზენტაცია #1
გუნდ იოტას პირველი კვირა საშინლად დატვირტული ჰქონდა სხვადასხვა ღონისძიებებით და ამ ღონისძიებების კულმინაცია იყო ორშაბათი დღე, როდესაც კაფე 30–ში გაიმართა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის წიგნების რე–პრეზენტაცია.
5.15.2012
კარცერი ლუქსი
3 მაისს გამართული პრეზენტაციის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენ ირგვლივ არსებული ადამიანები, რომლებსაც მართლაც უყვართ კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, პრექტის ფარგლებში ჯდებოდა და
5.14.2012
100 ქართული აზრი
მსოფლიო დაფუძნებულია სტატისტიკაზე, იკვლევენ ყველას და ყველაფერს რაც ჩვენ ირგვლივაა. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ და გადავწყვიტეთ მცირე კვლევა ჩაგვეტარებინა, ინტერვიუს სახით, რათა გვეკვლია საზოგადოების აზრი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული წიგნების შესახებ. დაგვედგინა ქართულ რეალობაში ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი წიგნები.
5.09.2012
ღამეც ასეთი უნდა
დამღალეს ამ სამკუთხედმა ურთიერთობებმა. თავისით რომ იცვლიან ფორმებს, ზომებს, გრადუსებს.. ხან მახვილკუთხა, ხან ბლაგვკუთხა, მერე მართკუთხა, ტოლგვერდა, ტოლფერდა... რა სიამოვნებით დავუმტვრევდი ფერდებს.
5.07.2012
5.06.2012
თქვენი სიკვდილის ელექტროვერსია
3 მაისს, ლიგამუსში მარი ბექაურის "ელექტროთაობის" და ჯაბა ზარქუას "მკითხველი უნდა მოკვდეს" წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. აქ სკამების არა მაგრამ ცარიელი სკამების ნაკლებობას ვუჩივოდით, ეს ფაქტი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ხალხმრავლობა იყო. '"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულმა ორმა ახალმა წიგნმა დასაწყისშივე მიიზიდა მკითხველი, რომელიც უნდა მოკვდეს.
5.05.2012
ჩვენ–ზე
5.04.2012
ესეც ასე?!
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ "მშვენიერ" დღეს ჩემმა მგობარმა, გიგამ, მითხრა "ბაკურ სულაკაურის გამომემლობის" ახალი პროექტის შესახებ და შემომთავაზა მონაწილეობა.. შემდეგ, კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა და სამი ფიქრს მონატრებული სტუდენტი გაჩნდა პროექტ "წიგნების თაობაში"..
Subscribe to:
Posts (Atom)