დღეს, კაფე 30-ში გაიმართა ვიკეასა და ოთო ბრძენიშვილის საღამო, რომლებმაც შეგვისრულეს მშვენიერი ქავერები მე-20 საუკუნის [და არამარტო] ყველაზე საინტერესო და ნოვატორული მუსიკალური მიმდინარეობიდან - ჯაზი. საღამოზე ვისაუბრეთ კახა თოლორდავას წიგნ 'საუბრები ჯაზზე'-ს ირგვლივ და ყველაზე მეტი მარკუს მილერზე.. [იგი დამსწრე საზოგადოებისათვის პროცენტულად ყველაზე საყვარელი ჯაზ შემსრულებელი აღმოჩნდა].
[http://www.youtube.com/watch?v=FX0rORcHOsA] ეს ლინკი კი მათთვისაა ვისაც ეს მიმდინარეობა ხიბლავს, king crimson-ის კომპოზიციის starless-ის ქავერი crimson jazz trio-ს შესრულებით.
შემდეგ მთავარი მიზნისკენ სვლა დავიწყეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე და საკუთარ თავებზე საუბრით.. მთავარი მიზანი კი იყო წიგნის გათამაშება, ვინც ექვსი დასმული კითხვიდან პირველი გაგვცემდა სამ მათგანზე სწორ პასუხს მიიღებდა კახა თოლორდავას საუბრებს ჯაზზე. ეს ადამიანი კი აღმოჩნდა არჩილ ჯინჭარაძე, რომელმაც პირველივე სამ შეკითხვაზე ყველაზე სწრაფად გაგვცა სწორი პასუხი და გადაეცა წიგნი. კვლავაც და კვლავაც, მადლობა ვიკეას, მადლობა ოთოს, კაფე 30-ს, ავტორსა და გამომცემლობას. : ]
რაც შეეხება საუბრებს ჯაზზე, მუსიკის ამ მიმდინარეობის მოყვარულებს ვეტყვი რომ ქართულ ენაზე მსგავს წიგნს უბრალოდ ვერ იპოვნიან, თუ იპოვა ვინმემ მაშ მე ვეძებდი ცუდად : ].
ვიდეომასალა
დაბალი ხარისხის ვიდეოსათვის ბოდიში მოგვითხოვია, უბრალოდ განათებამ და ფოტოაპარატის დამჯდარმა მდგომარეობამ შეგვიშალა ხელი [და არამარტო].
No comments:
Post a Comment