5.16.2012

ჩვენ, პიტერ პენი და ბავშვები

 სტუმრობამ 171 ბაღის ბავშვებთან ისე კარგად ჩაიარა მეტი რომ არ შეიძლება. [რათქმაუნდა ყველაფერი შეიძლება]
დილაუთენია რომ მივედით ჯერ ჩვენმა დანახვამ აღუძრათ ინტერესი ბავშვებსაც და მათ მშობლებსაც, 3D პიტერ პენის დანახვამ ხომ სულ გააცხოველა ბავშვური ცნობისმოყვარეობა
, ჩვენც შემოვიკრიბეთ გარშემო და წავუკითხეთ მთელი თავგადასავალი, დავათვალიერებინეთ ილუსტრაციები. მათ ასევე სხვა ბავშვებთან ერთად ტაშით გააცოცხლეს ფერია და შემდეგ ზოგმა მათგანმა მათ მიერ გაცოცხლებული ფერია დახატა. მე პირადად ერთი ბავშვი, სახელად ლუკა და გვარად კვანტრე ისე შემიყვარდა რომ ეგეთი შვილი მინდა ]]. [ისე არგაიგოთ თითქოს სხვები არ შემიყვარდა.. უბრალოდ ასეთი შვილი მინდა]
აი ნახეთ ლუკას დახატული პიტერ პენი, მათმა მასწავლებელმა გვითხრა რომ ლუკა ადამიანებს თავს სულ გვერდით უხატავს. რატომ უხატავს ლუკა ადამიანებს თავს გვერდით?

  კითხვის დასრულების შემდეგ ბავშვები სკამებიდან წამოიშალნენ და მაროსთან ისე ახლოს მივიდნენ წიგნის ილუსტრაციების სანახავად რომ ლამის გაგუდეს ]]
შემდეგ ყველა ერთად ხატვას შეუდგა, ჩვენ კი ფანქრებს გამალებით ვთლიდით და ვთლიდით.
წიგნი საჩუქრად ბაღს გადავეცით რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა იცოდეს მის შესახებ.

ბავშვების ნახატებისა და სხვა ფოტოების სანახავად ეწვიეთ ლინკს










No comments:

Post a Comment