6.02.2012

იოტა TV


როდესაც ადამიანს მიზანი აქვს ამ მიზნის მისაღწევად იდეები მოდის ყველასგან და ყველაფრისგან. ამ პერფორმანსის იდეა წამოვიდა ადამიანისგან, რომელიც ნაგვის ურნასთან ჩაცუცქული იყო და რაღაც ძველ ნივთს შლიდა. მაშინვე გუნდ იოტას გაუჩნდა იდეა ხელოვნურად გამოეგონებინა იოტა TV რომლის ყველა გადაცემაც სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს უკავშირდება. ტელევიზორის შოვნაც არ გაგვჭირვებია და მისი ეკრანი სულაკაურის გამომცემლობის ლოგოთი გადავფარეთ. ამ ტელევიზორს თბილისის სხვადასხვა ხალხმრავალ ადგოლებში ვდებდით და მისგან ისმოდა სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნებიდან სხვადასხვა მონაკვეთები. ეს ჩანაწერი რამდენიმე საათით ადრე გუნდ იოტას წევრებმა საკუთარ მეგობრებთან ერთად დაამზადა და მაშ ასე –  პირველი ადგილი სადაც იოტა TV–მ მაუწყებლობა დაიწყო იყო კაფე "გაბრიაძის" წინ. თბილისის ყველაზე ტურისტულ ზონაში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს ოთხი ახალგაზრდას უნცაურმა ქცევამ მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ადამიანები ინტერესდებოდნენ თუ რას ვუყურებდით  ტელევიზორში, რომლისგანაც ბევრისთვის გაუგებარი ფრაზები ისმოდა. ღონისძიება ამით არ დასრულებულა, წარმატებით გაგულისებულმა იოტანავტელებმა გადავწყვიტეთ ტელევიზორით ხელში ქუჩა–ქუჩა გვევლო და ასეც მოხდა. შემდეგი გაჩერება კონკასთან იყო. ტელევიზორი "უპატრონოდ" დავდეთ  შადრევანზე  და ჩვენ ჩუმად ვიღებდით ადამიანების რეაქციებს.. ძაან სახალისო კი გამოდგა ეს ყველაფერი :]]]] იოტა tv–მ გზა განაგრძო და ბოლო გაჩერება ალექსანდროვის ბაღში ჰქონდა. ტელევიზორმა ბაღის მთელი ტერიტორია აითვისა და მოულოდნელობით გაოცებული ადამიანების რიცხვმაც გაცილებით იმატა. 
იოტა tv–ს წარმატებული სტარტიდან გამომდინარე გამორიცხული არაა არხმა ისევ განაახლოს მაუწყებლობა. :]]]





 

No comments:

Post a Comment