6.18.2012

[ VI ]

ლაბირინთის პოსტი მადლობებით დავამთავრე ამას კი დიდი მადლობით დავიწყებ.

და დიდი მადლობა

იოტას წევრებს მოგვენატრება ეს პროექტი. ამ 6 კვირის განმავლობაში მე, გიგა და მარო დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით [ხანაც მთელი ღამეები], ვწერდით, ვფიქრობდით, წარმატებული ღონისძიებების შემდეგ ზოგჯერ ვსვავდით და რათქმაუნდა პირველი ჭიქა ღრმა ამოსუნთქვის მერე პროექტისა და ჩვენი მორიგი წარმატებული ღონისიძიებისა იყო [მართლა] ]]]
ხოდა ეს 6 კვირა თავიდან ბოლომდე გამომცემლობას ვეკუთვნოდით [გარდა ძილად ყოფნის და ბილიარდის თამაშის პერიოდისა]

თავიდანვე დიდი მადლობით კი დავიწყე მაგრამ ეხლა ნინოსა და თამუნას მინდა ვუთხრა დიდზე დიდი მადლობა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო აი ასეთები ვიყავით მიახლოებით ჩვენც და სხვა გუნდის წევრებიც >>> http://www.youtube.com/watch?v=YqwxWlU5ON0
http://www.youtube.com/watch?v=nsSul7K2qso და ბუქ ბუქ ბუქ ..

ამ კვირას რაც შეეხება 5 ღონისძიება ჩავატარეთ და +დავალება, რომელსაც სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას ვანხორციელებდით. დაბეჭდილი გვქონდა ibook-ის ფლაერები[დააკლიკე და მოგიტანენ], რომლებიც დავარიგეთ რუსთავში, აკადემიაში და თბილისში ყველა სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას [გარდა ბოლო ღონისძიებისა].

1 - ორშაბათი - სამშაბათი. იოტას წევრებმა კურიერობა შევითავსეთ და კურიოტებად ვიქეცით.
2 - ოთხშაბათს ვესტუმრეთ რუსთავს წიგნებით, დროშებით, ფლაერებითა და კატალოგებით.
3 - ხუთშაბათს იყო აკადემიასა და კაფე 30-ში ჩატარებული გათამაშებები.
4 - შაბათს იოტანავტები წიგნით სავსე ურიკით ქუჩებში.
5 - კვირას კი მთელი ჩვენი ამ პროექტში მოღვაწეობის დამაგვირგვინებელი ღონისძიება გვქონდა საბჭოთა ბუნკერში.

No comments:

Post a Comment