თბილისის როტარაქტ კლუბი ატარებდა საქველმოქმედო მარათონს. ინდივიდუალური პირებისა და კომპანიებისგან გაღებულ თანხას გადაურიცხავენ ობოლ ბავშვთა თავშესაფარს.
ამ 75 მარათონელიდან მე მე-20 ადგილზე გავედი. პირველმა კი ფინიშის ხაზი თემო ლოლაძემ გადაკვეთა, მან 3 კილომეტრი 5 წუთსა და კიდევ ძალიან ცოტა წამში დაფარა.
გუნდი იოტა როტარაქტელების მხარდამჭერები გახლდით და დაწესებული გვქონდა პრიზები. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს როტარაქტის მიერ მინიჭებულ კუთვნილ მედლებთან ერთად გადაეცათ 25%-იანი ფასდაკლების ბარათები 'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ნებისმიერ წიგნზე, ჩვენგან. 1 ადგილზე გასულმა თემომ კი ფასდაკლებასთან ერთად მიიღო ნაივური სუპერი, ასევე გადაეცემა ნებისმიერი წიგნი რომელსაც აარჩევს sulakauri.ge-ზე.
მეტი ფოტოების სანახავად 'დააჭირე აქ'
პირველი
No comments:
Post a Comment