ბოლო კვირისთვის იოტას გვქონდა კარგა ხნის დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავდით და პროექტის ბოლო დღეს განვახორციელეთ. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ მართლაც მაგარი გამოგვივიდა.
ეს fb-ზე გაკეთებული ივენთი რომლის საშუალებითაც მოვიწვიეთ წიგნის პოვნის მსურველები.. http://www.facebook.com/events/396300110406265/ [ამ ლინკზევეა ერთ-ერთი მონაწილის მიერ ლაბირინთში გადაღებული ვიდეო(19 წუთიანი)], [ასევე ივენთის აღწერაში თვითონ ლაბირინთიცაა აღწერილი, ეს კი იმიტომ რომ ძალიან ბნელოდა და ფოტოებზე კარგად ვერ ავსახეთ იქაურობა]... იდეის გაჩენის დროს ვაპირებდით მხოლოდ ერთი წიგნის[ტრამალის მგელის] გათამაშებას, შაბათს გადავწყვიტეთ რომ გავათამაშებდით მეორე წიგნსაც. ვერაზე არსებულ საბჭოთა ბუნკერში რომელიც ბოტანიკურ ბაღამდე გადის ერთ ადგილას დავდეთ ტრამალის მგელი, სხვა ადგილას სამი საგანი, რომლიდანაც ერთ-ერთი შეესაბამებოდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნის ყდას, ამ საგნების მპოვნელი უნდა მიხვედრილიყო თუ რომელი წიგნი გვქონდა მხედველობაში და აერჩია სამიდან ერთ-ერთი რომლითაც მოიგებდა წიგნს. ეს საგნები იყო : ლამპა, ქაღალდის კუბი და ქაღალდის ნავი. კახა სამყურაშვილმა, რომელმაც ეს მინიშნებები იპოვა აირჩია ქაღალდის გემი და ლაბირინთიდან გამოსვლისთანავე გვითხრა ის წიგნი რომელიც მას უნდა გადაეცეს ხვალ.. ესაა homo faber-ი, ამ წიგნის ყდაზე გამოსახულია ქაღალდის ნავი. : ]
ტრამალის მგელი გიორგი ბაღათურიამ იპოვა, ლაბირინთში შესვლამდე კი ინტენსიურად იმეორებდა მე ვიპოვიო მაგრამ მაშინ ვინ უჯერებდა, ისედაც ყველა მაგას ამბობდა. ]]
ბუნკერიდან გამოსვლისთანავე მონაწილეებს დაურიგდათ 25%-იანი ფასდაკლებები. ასევე ლაბირინთში დავალაგეთ კატალოგები, თუ მოთამაშე ხუთ კატალოგს გამოიტანდა დამატებით მიიღებდა ფასდაკლებას. [ასეთი ორი მოთამაშე აღმოჩნდა]
ხო საერთოდ მოთამაშეთა რაოდენობა 20-დან 25-მდე იყო.
ყველა მოთამაშემ გამოსვლის შემდეგ გამოთქვა სურვილი კიდევ გაგვეთამაშებინა წიგნები. ჩვენც დავბრუნდით ბუნკერში და ორი წიგნი [ტიბეტი და ნაივური სუპერი] დავდეთ სხვა და სხვა ადგილას. ტიბეტზე მინიშნება მივეცით მონაწილეებს და ნაივურ სუპერს იპოვიდა ის ვინც იპოვიდა. ისევ კახა სამყურაშვილმა და გიორგი ბაღათურიამ მიაგნეს პირველებმა, კახამ ტიბეტს და გიორგიმ ნაივურ სუპერს. ვულოცავთ მათ : ] აი ასეთი იყო ჩვენი ბოლო კვირის ბოლო დღე.
აქვე დიდ მადლობას ვუხდი გამომცემლობას და პროექტის იდეის ავტორ ნინო ნადიბაიძეს, ჟიურის წევრებს, ზუმს ჩვენს სპონსორ-მხარდამჭერებს და საერთოდ ყველა იმ ადამიანს რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იღებდა პროექტში მონაწილეობას. ასევე დიდზე დიდი მადლობა კონკურენტ გუნდებს..
ჰოდა მართლა ბევრი რამ ვისწავლეთ ამ პროეკტის განმავლობაში, ვაკეთებდით ისეთ რაღაცეებს რაც მანამდე თავში აზრადაც არ მოგვივიდოდა.. და ეგარის. : ]
მეტი ფოტოები ნახეთ ამ ლინკზე
No comments:
Post a Comment