5.20.2012

მეორე კვირა

იოტას მეორე კვირა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამ 7 დღის განმავლობაში მოვასწარით 4 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღონისძიების ჩატარება, სხვა და სხვა გარემოსა და ხალხში.

პირველი იყო ორშაბათი, კაფე 30-ში ჩატარებული საღამო, ორი ახალგამოცემული წიგნით, მათი ავტორებითა და ცოცხალი მუსიკით.

შემდეგი ღონისძიება აკადემიაში ჩავატარეთ, სამნაირი პრინციპით გავათამაშეთ ფასდაკლების ბარათები, ამ სამიდან ყველაზე პოპულარული ფაზლი აღმოჩნდა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო არაერთგზის აეწყო.

ამას მოყვა საქველმოქმედო მარათონი, თაკარა მზეში 3 კილომეტრი ვირბინეთ და პირველ სამ ადგილზე გასული მარათონელი დავასაჩუქრეთ.

ბოლო, დღევანდელი პერფორმანსი იყო, გუდიაშვილის ბაღში, სადაც სერგეი დოვლატოვის ჩემოდანს ვაპიარებდით საბჭოთა დროინდელ დიდ ჩემოდნებში მოთავსებულები.

ასეთი იყო იოტანავტელების მეორე კვირა : ]

No comments:

Post a Comment