მათთვის ვინც დღემდე არ იცოდა ამ წიგნის შესახებ ჩვენ დავეხმარეთ რომ გაეგოთ.
გუდიაშვილის ბაღში ტარდებოდა მანიფესტი! როგორც მანიფესტი!, მეც ამ აქციაზე დამსწრეთა სიმრავლემ მომხიბლა და გადავწყვიტე დაგეგმილი პერფორმანსი
ჩამეტარებინა სწორედ ამ სამანიფესტო ადგილას. ორის ნახევარზე იქ გახლდით ჩემოდნებით, სტიკერებითა და ფლაერებით 'შეიარაღებული'. მოგროვდა თუ არა ხალხი გავხსენი ჩემი საბჭოთა დროინდელი ჩემოდნები და შიგ მე და ჩემი მეგობარი მოვთავსდით. ჩემოდნებში მსხდომებმა მივიქციეთ როგორც ხალხის, ასევე ვიდეო და ფოტოკამერების ყურადღება. ვარიგებდით ფლაერებს და ორმოციოდე ან ოთხმოციოდე სიტყვით ვაცნობდით წიგნის შინაარს. იმათ კი ვინც იცოდნენ და იცნობდნენ წიგნს 25%-იანი ფასდაკლების ბარათები გადავეცით [ასეთ ადამიანთა რიცხვმა 10-ს მიაღწია].
სად იყო და სად არა უცებ გუდიაშვილის ბაღში ბატონი აქუბარდია გამოჩნდა, მეც გეზი მისკენ ავიღე და ფლაერი გავუწოდე, თან ვაწვდიდი ინფორმაციას წიგნისა და მისი ავტორის შესახებ, აღმოჩნდა რომ არც ერთსა და არც მეორეზე გაგონილი არ ქონდა. ვახსენე თუ არა რუსი დისიდენტი მწერალი მაშინათვე მომიგო რომ ეგენი ყველა შოვინისტები იყვნენო, მიუხედავად იმისა რომ სერგეი დოვლატოვის არსებობაზე არაფერი გაეგო. ბოლოს მითხრა რომ კარგი ბიჭი ვარ ]]]
მეტი ფოტომასალა იხილეთ ამ ლინკზე
თბილის'ო'ზე არ ხარ შენ ? : )))))
ReplyDelete