5.09.2012

ღამეც ასეთი უნდა


   დამღალეს ამ სამკუთხედმა ურთიერთობებმა. თავისით რომ იცვლიან ფორმებს, ზომებს, გრადუსებს.. ხან მახვილკუთხა, ხან ბლაგვკუთხა, მერე მართკუთხა, ტოლგვერდა, ტოლფერდა... რა სიამოვნებით დავუმტვრევდი ფერდებს.

5.06.2012

თქვენი სიკვდილის ელექტროვერსია


  

3 მაისს, ლიგამუსში მარი ბექაურის "ელექტროთაობის" და ჯაბა ზარქუას "მკითხველი უნდა მოკვდეს" წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. აქ სკამების არა მაგრამ ცარიელი სკამების ნაკლებობას ვუჩივოდით, ეს ფაქტი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ხალხმრავლობა იყო. '"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულმა ორმა ახალმა წიგნმა დასაწყისშივე მიიზიდა მკითხველი, რომელიც უნდა მოკვდეს.