1. მეოთხე კვირაში იყო იოტა TV, კაფე გაბრიაძიდან რომ დავიწყეთ და ალექსანდროვის ბაღში დავასრულეთ. მიახლობით სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობდა ჩვენი ტელევიზორი.
კაფე გაბრიაძის წინ, კოლმეურნეობის ავტობუსის გაჩერებებზე, ხან ხელში ატატებული, ხანაც თითქოსდა უპატრონოდ მიტოვებული სხვადასხვა ადგილებზე მდგარი. ხალხის დაინტერესება დიდი იყო. გაბრიაძის წინ ტურისტებს აინტერესებდათ რატომ უყურებდნენ ახალგაზრდები ტელევიზორს ძირს მოკალათებულნი და რას ემსახურებოდა ეს აქცია. კოლმეურნეობაზე ხელებში შესცქეროდნენ გიგას, რომელსაც იოტა თივი ეჭირა. უპატრონოდ მდგარ ტელევიზორს ხომ მაყურებლები არ მოკლებია, არც კოლმეურნეობაზე და არც ალექსანდროვის ბაღიში სხვადასხვა ადგილებზე.
2.შემდეგ იყო ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსი, სადაც ფასდაკლების ბარათებს ვათამაშებდით. ვუსვამდით კითხვებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებთან დაკავშირებით. 3 კითხვიდან თუ ერთს მაინც გასცემდნენ სწორ პასუხს მიიღებდნენ ფასდაკლებას. ამ დღეს ოცზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ფასდაკლება და ასამდე სტუდენტი ჩაერთო გათამაშებაში. ზოგი ისეთი ადამიანიც კი შეგვხვდა რომლებიც ნამდვილად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების ერთგული მკითხველები იყვნენ. გვესაუბრებოდნენ ლიტერატურაზე და ასეთი საუბრები ხან საით წაგიყვანს ხან საით და ზოგ სტუდენტთან საკმაოდ გაგვიგრძელდა ლაპარაკი რაც ნამდვილად კარგი იყო.
3.[და მე-4] მესამე ღონისძიება შიმშილის თამაშებს დაეთმო ვაკის პარკში. და ამ ღონისძიების მიმდინარეობასთან ერთად მიმდინარეობდა მეოთხე, ამ მესამე ღონისძიებაზე დამოკიდებული აქტივობა. მოთამაშეები გარდა მინიშნებებისა რომლთაც ისინი წიგნამდე მიყავდა პოულობდნენ ფასდაკლებებს. თამაშის დასრულების შემდეგაც გადაეცათ მონაწილეებს ფასდაკლებები იმისათვის რომ ისინი არიან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთგული მკითხველები და მიუხედავად იმისა რომ ვერ მოიგეს წიგნი გულდაწყვეტილი არავინ გაგვიშვია.
5. მეოთხე ღონისძიება OPEN AIR-ზე ჩავატარეთ, სადაც დათო ტურაშვილის ტიბეტი გავათამაშეთ. შევეკედლეთ ერთ კარავს და იქ მყოფთა შორის მოვაწყეთ წიგნისთვის შეჯიბრი. ასევე ამ გათამაშებამდე გავბერეთ ფერადი ბუშტები რომლებზეც სულაკაურის ლოგო იყო გაკრული. ზოგი ბუშტი დაფრინავდა, ზოგიც იქ მყოფთ დაურიგდათ და პატრონებთან ერთად აყვნენ მუსიკას.
6. შიმშილის თამაშებისათვის გავაკეთეთ პატარა ანიმაცია, რომელსაც სიპატარავისდა მიუხედავად დამიჯერეთ ბევრი დრო დასჭირდა.
7. ასევე გავაკეთეთ კიდევ ერთი ანიმაცია. რომლის იდეაც ისაა რომ რასაც შეწყვეტ უნდა გააგრძელო, ამ შემთხვევაში კითხვა. ეს ანიმაცია გაკეთებულია ფოტოებით, და ყველა ფოტო დამუშავებულია ცალ-ცალკე. [121 ფოტო დასჭირდა] KEEP READING
ნახვამდის, მაგრამ მალე ნახვამდის
No comments:
Post a Comment