Open air - ის მეორე დღეს თავისი DDT - თი აბა ჩვენ როგორ გამოვაკლდებოდით. არც ამ გასართობ გარემოში დაგვვიწყებია საქმე და ერთმანეთს შევუთავსეთ ერთიცა და მეორეც. ავიტანეთ ბევრი ფერადი ბუშტი, დავიხეთქეთ ფილტვები მათი ბერვისგან და როცა ყველა მათგანი სავსე იყო ჟანგბადით მივაკარით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოები.
ზოგი ჰაერში გავუშვით, ზოგი იქ მყოფთ დავურიგეთ, ზოგიც ჩვენდაუნებურად გასკდა. ამ საქმიანობასთან ერთად საპნის ბუშტებსაც ვუშვებდით, მათზე გამომცემლობის ლოგო არ იყო მაგრამ მოიაზრებოდა ]]. შემდეგ ერთ-ერთ კარავში გავათამაშეთ ტურაშვილის ტიბეტი ამავე წიგნიდან დასმული კითხვების საშუალებით. გამარჯვებული კარვის პატრონი ელენე გაბრიჩიძე აღმოჩნდა. ჰოდა გათამაშების შემდეგ იმაზე ვლაპარაკობდით თუ როგორ გავინტერესებდა მარიშა . ჰოდა ბატონ დავითს მივმართანთ თხოვნით რომ გვანახოს როგორია მარიშა. [მის ადგილას მე არავის ვანახებდი მაგრამ, ცდა...]
ფოტოები ჯერ ხელთ არ გვაქვს მაგრამ მალე გვექნება : ]
No comments:
Post a Comment