ვინაიდან და რადგანაც ბუკლეტები გაგვითავდა მოგვიწია წიგნის ფესტივალზე გავლა. თუმცა არც ჩვენ ვყოფილვართ ხელცარიელები, შევიარაღდით ბუზთა ბატონის ფლაერებით,თავადაც გადავიქეცით ბუზებად, ხელბაწრიანებს წინ მიგვიძღოდა ბუზთა ბატონი.
ასე მოვიარეთ წერეთელი, ვაკე და გადაკეტილი რუსთაველი. ვარიგებდით ჩვენს ფალერებს და გამომცემლობის კატალოგებს. დაინტერესებულებს ვპასუხობდით კითხვებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებზე მეტად ხანშიშესულები იყვნენ დაინტერესებულები წიგნებით. ეს ფაქტი განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც სიტყვა წიგნის ხსენებაზე ასაკოვან ადამიანთა 80% სიამოვნებით გვართმევდა ფლაერებს. ახალგაზრდებს ძირითადად ჩვენს ბუზობაზე ეცინებოდათ და იზიდავდა, ზოგიერთი მათგანი გამოგვეკიდა კიდეც ფლაერების და ბუზების ინტერესით. ამ პატარა პერფორმანსმა არამარტო ქუჩაში არამედ ავტობუსშიც გააოცა ხალხი, რაც მათ სახეებზე ამოვიკითხეთ. შეგხვდა ''ნაკლებად წიგნური'' ხალხიც, 1–ლ სკოლასთან ორი მოზარდი გამოგვედევნა, მოგვეცით ეგ "რაღაცო", ჩვენც ვკითხეთ წიგნებს თუ კითხულობდნენ, მათაც არ დააყოვნეს და გვითხრეს კი და მეორე კითხვაზე თუ რა წიგნი ჰქონდათ წაკითხული, მოგვიგეს – შექსპირი და შოთა რუსთაველი ]]]]]. ეს მინი პერფორმანსი საკმაოდ სახალისო და საინტერესო გამოდგა, როგორც ჩვენთვის ასევე ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ არა მარტო ფლაერებმა დააინტერესა ისინი არამედ ჩვენმა ბუზებმა და საბერტყმა (ბუზის საკლავმა)

No comments:
Post a Comment