გუშინ გუნდი იოტა დილაადრიან ესტუმრა ვაკის პარკს და პირველი საათისთვის მზადება დაიწყო. დავდეთ სხვადასხვა მინიშნებები ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ზოგი მათგანი ცრუ იყო, ზოგი წიგნამდე გზას აგრძელებდა ზოგიც პირიქით. ამ მინიშნებების ნაწილს თან ერთვოდა ფასდაკლების ბარათები
და ამით ორი კურდღელი დავიჭირეთ, შევასრულეთ ჟიურის მიერ მოცემული დავალება და ცალკე აქტივობად ფასდაკლების ბარათების გათამაშებაც მივიწერეთ :]]].
1 საათზე იმდენი ადამიანი არმოსულა რამდენიც ფეისბუქის თქმით აპირებდა მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობის მოთამაშეები მოგროვდნენ. ასევე ვაკის პარკიც დავიარეთ და შიმშილის თამაშების მოსაპოვებელ შეჯიბრში იქ მყოფი მოხალისეებიც ჩავრთეთ. მონაწილეები დავაწყვილეთ ორ-ორად, ავუხსენით წესები რომლებიც ასეთი იყო - ვაკის პარკის შესასვლელში კიბეებზე იყო ორი ისარი, ერთი მარჯვნივ მიანიშნებდა მეორე მარცხნივ, ორივე გზაზე იყო მინიშნებები, მაგრამ ამ ორიდან მხოლოდ ერთს მიყავდა წიგნამდე. ასევე სხვადასხვა ადგილებში გავაკარით გზის მიმანიშნებელი ისრები, ამ ისრებიდანაც ზოგი სწორი იყო ზოგი არა. მაგრამ საბოლოო ჯამში ემსახურებოდა იმას რომ ძალიან არ აბნეულიყვნენ და არ გასცდენოდნენ თამაშის ზონას. ამ ცდის მიუხედავად ერთ-ერთი გუნდის მონაწილე თამაშის დასრულებიდან 20 წუთში დაგვიბრუნდა. მინიშნებების პოვნისდა მიუხედავად ჩათვალა რომ საჭირო იყო ზევით წასვლა და გაეშურა ვაკის პარკის ფერდობებისკენ, სულ ტყუილად .
დანარჩენ მოთამაშეებზე ისრების იდეამ გაჭრა და საჭირო ადგილებს დიდი მანძილით არ გასცილებიან. ბევრი ირბინეს, ბუჩქებზე იხტუნავეს გზის შესამოკლებლად, ეძებეს ალადინი, ჩონჩხისებრი და გაჭრილი საზამთროსფერი მანქანები, გადატრიალება მოახდინეს ადრე კარტინგისთვის განკუთვნილ საბურავებში, ძველ შენობებში, კრუგები ურტყეს ფანტანსა და ჩოქბურთის კორტებს. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ორი ლიდერი გუნდი, რომლებმაც სირბილისაგან სიქა გაიწყვიტეს და ბოლო მინიშნების პოვნის შემდეგ დაუბრუნდნენ იმ ადგილს საიდანაც შეჯიბრი დაიწყეს. წიგნი დამალული იყო ლომების წინ არსებულ ბუჩქებში, უფრო სწორად კი ამ ბუჩქების შიგნით მწკრივად განთავსებული ნაძვებიდან ერთ-ერთში. ამ ორი გუნდის წევრები შევიდნენ ბუჩქნარში, ვინც პირველმა მოახერხა ეს პირველივე ნაძვთან მივიდა წიგნის საძებნად, მეორემ კი იფიქრა თუ იმ ნაძვშია ესეიგი წავაგეო თუ არადა სანამ ის იქ ეძებს მე სხვა ნაძვებს გადავამოწმებო. ჰოდა მინდა გითხრათ რომ ძალიან ჭკვიანურადაც მოიქცა, წიგნი მესამე ნაძვში იყო დამალული. პოვნისთანავე ჩვენმა გამარჯვებულმა ბუჩქებიდან გამოყო ხელი, რომელსაც ეჭირა შიმშილის თამაშები.
მოკლედ თუ არცისე მოკლედ მშვენიერი შეჯიბრი გამოგვივიდა.
ბლოგსპოთმა გაჭედა და ფოტოებს ვერ ვტვირთავ. იხილეთ ფეისბუქის ალბომი ამ ლინკზე
ესეც ვიდეო -
http://www.facebook.com/video/video.php?v=321088251304634&saved
და მეორე ვიდეოც -
http://www.facebook.com/photo.php?v=321099057970220
No comments:
Post a Comment