ფსიქოლოგიის მეცნიერული შესწავლა. ვერ იტანს კომპიუტერულ თამაშებს და "ტყაჭია" გოგონებს. არის კარგი მზარეული და გემრიელად გვაპურებს როდესაც მასთან ავდივართ. ოღონდ, ამ სფეროში მოსწავლეების სიყოჩაღით ვერ დაიკვეხნის, რადგან მისი რეცეპტით ზოგს მწვანე "ჩიჟი-ბიჟი" გამოსდის.:))ცხოვრების მთავარ აზრად მოგზაურობა მიაჩნია და სურს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მოხვდეს, ბოლო "პასატკა" კი სიდნეიში უნდა, იქ ცხოვრება და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ოკეანის ტალღების ხმის მოსმენა. არასოდეს არაფერს გეგმავს და მიაჩნია,რომ შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში.

გიორგი (გიგა) კვირიკაშვილი - 21 წლის. სწავლობს სამხატვრო აკადემიში, მედეახელოვნების ფაკულტეტის მე-3 კურსზე. არის ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი :)) უყვარს თევზები, განსაკუთრებით კი ზვიგენი. ალბათ წინა ცხოვრებაში ავსტრალიის ან სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან ცხოვრობდა. უყვარს ველოსიპედი, ლუდი და ბილიარდი. განსაკუთრებიტ კი ბილიარდის მაგიდაზე წამოსკუპული შავთვალება გოგონები :)) ცხოვრების მიზანი? აკეთოს თავის საქმე და გადახდეს ბევრი თავგადასავალი მოგზაურობისას .. ეწევა წითელ "მამას ვარდებს "
"პროვიანციალური საზოგადოება...
ReplyDeleteმათზე უფრო პროვინციალური ახალგაზრდობა...-აი ის ქვეყანა რომელიც თურმე საამაყო უნდა იყოს..." <---
ადრე ასე ვწერდი.. ალბათ ახლაც ასე დავწერ, მაგრამ ჩემში როგორც 15 წლის ღლაპ თინეიჯერში, თვენ, დიახ, თქვენ სამმა ახალგაზრდამ (არაპროვინციულმა, პირიქით ძალზე ნოვატორულმა) ჩადეთ მიზნისადმი სწრაფვის საკმაოდ სახალისო და საინტერესო ჯინი..
მთელი გულით "გბალეშიკობთ" მე და ჩემი კომპიუტერი... წარმატებები ხალხნო..
მადლობა შენ ახალგაზრდავ.
ReplyDelete