5.29.2012

ყველაზე აქტიური ბორჯომი

ვიდეომასალა – http://www.facebook.com/photo.php?v=357992014267300
ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ იმას არა რომ ბორჯომი და ბორჯომელები ასე დაინტერესებოდნენ წიგნებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით.
ფაქტია რომ რეგიონები მოწყვეტილნი არიან მსგავს აქტიურ ცხოვრებას და შესაბამისად მათი აქტიურობა უცხომ და ახალმა გამოიწვია. კვირა საღამო იოტანავტელებმა ბორჯომის პარკს დავუთმეთ. დავიწყეთ უბრალოდ ფლაერების დარიგებით და ბოლო წელს გამოცემული წიგნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. დაახლოებით 70–მდე ფლაერი ნახევარ საათში დავარიგეთ, იოტანავტელები მივხვდით, რომ ამით საღამოს დასრულება შეუძლებელი იყო და ნაცად ხერხს – პაზლს მივმართეთ. ჩვენ და საბედნიეროდ პარკი სავსე იყო სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ექსკურსანტი ბავშვებით, რომლებიც თამამად ეჯიბრებოდნენ ერთმაენთს ფაზლის აწყობის სისწრაფეში. გამარჯვებულებს ძირითადად შოკოლადებს ვჩუქნიდით, ზოგმა კარგ კალამსაც კი გამოკრა ხელი. დაღლილი იოტანავტები ცოტა ხანი იქვე სკამებზე მიეფინნენ და  ბორჯომის მჟავე წყლით მოითქვეს სული. დასვენებულებს ახალი იდეები გაგვიჩნდა, გადავწყვიტეთ პაზლის აწყობისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა და საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მონაწილე წიგნით დაგვესაჩუქრებინა. ამ იდეის განსახორციელებლად იქვე დაახლოებით თხუთმეტამდე მოხლისე მოვიძიეთ (საკმაოდ ადვილად), რომლებიც სათითაოდ აწყობდნენ ბალკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოს, საუკეთესო მაჩვენებელი ნიაკომ აჩვენა – წუთი და ოცდაექვსი წამი, რომელსაც საჩუქრად პაულო კოელიოს "ეშმაკი და სენიორიტა პრიმი" გადავეცით. ეს ბავშვები ფლეშმობში მონაწილეობაზეც დაგვთანხმდნენ და თავიანთ მეგობრებსაც დაუძახეს. ფლეშმობის იდეა იყო, ხალხით სავსე პარკში თითოეულს და შემდეგ კი ყველას ერთად რაც შეიძლება ხმამაღლა წაგვეკითხა სულაკაურის გამოცემული წიგნები. ფლეშმობმაც რა თქნა უნდა წარმატებით ჩაიარა, გარდა ადგილობირვებისა უცხოელი ტურისტებიც ინტერესეთი გვაკვირდებოდნენ, სურათებს გვიღებდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ თუ რა ხდებოდა. შეძლებისდაგვარად ჩვენც ვუხსნიდით. ბავშვების აქტიური დახმარების სანაცვლოდ გადავწყვიტეთ ფლეშმობსაც არ ჩაევლო უპრიზოდ, პრიზი ისევ სულაკაურის გამომცებლობის მიერ გამოცემული წიგნი იყო, იმ განსხვავებით, რომ გამარჯვებული თვითონ აირჩევდა თუ რომელი წიგნი უნდოდა. მის გამოსავლენად ჩავატარეთ ვიქტორინა, კითხვები შევადგინეთ იქვე და ძირითადად ეხებოდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს. გამარჯვებულმა ათი კითხვიდან ექვსი აიღო, მისივე არჩევანით გადაეცა დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა".  ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით თუ რატომაა ბორჯომი "ყველაზე აქტიური". ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება არსად შეგვინიშნავს და მადლობას ვუხდით მათ ჩვენს ღონისძიებებში ასეთი ჩართულობისთვის.








No comments:

Post a Comment