6.09.2012

იოტას აქცია :]]]

სულ რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა აქცია რომელშიც იგულისხმებოდა რომ უბრალოდ ქუჩაში გვევლო მანქანით, რომელსაც შევნიღბავდით სულაკაურის გამომცემლობის ლოგოებით, დროშებითა და გუნდ იოტას სომბოლოთი.
ამ ყველაფრით ადამიანების ყურადღების მიგვექცევა გვინდოდა და შეხსენება იმისა, რომ არსებობს მსგავსი გამომცემლობა, მსგავსი პროექტი და გუნდი იოტა ამ პროექტში. მანქანის პოვნა არ გაგვჭირვებია, მარიამის ნათლიამ, ბიძია ლევანმა, დაგვითმო დრო (დიდი მადლობა მას) და ჩვენც შევუდექით მისი მანქანის დიზაინის აბსოლუტურ ცვლას. მაგრამ სანამ თვითონ მანქანას შევკაზმავდით იყო ვერის ბაღი, სადაც დაახლოებით 2 საათი ვეყარეთ მინდორში და ვცდილობდით დაგვეხატა ლოგოები და ა.შ. მინდა ავგნიშნო, რომ ამ ლოგოების ხატვამაც დიდი ყურადღება მიიქცია საზოგადოებაში, მოდიოდნენ ადამიანები და ყურადღებით ათვალიერებდნენ ჩვენს "შედევრებს" :]]] შემდეგ იყო მანქანა, რომელიც თითქმის მთლიანად გადავსკოჩეთ თვენი "შედევრებით",შემდეგ მასში ჩავსხედით იოტას წევრები და მანქანის ყველა ჭრილში დროშა გადმოვაძვრინეთ და დავიძარით... ზუსტად ვიცი რომ პირველი შეხედვისას საზოგადოების ყველა წევრს ალბათ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიტინგი ეგონა :]] თუმცა შემდეგ გვაკვირდებოდნენ და მესმოდა მსგავს ფრაზები: სულაკაურის გამომცემლო..... აააააააააააა"]]] მოვიარეთ მთელი რუსთაველი, პეკინი და ჭავჭავაძის გამზირი. უამრავ განსხვავებულ რეაქციას ვაფიქსირებდით და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური, მაშტაბური და სახალისო აქცია იოტას მოგვაწეობის განმავლობაში...






ვიდეომასალაც დამონტაჟდება და სულ მალე აიტვირთება...

No comments:

Post a Comment