5.06.2012

თქვენი სიკვდილის ელექტროვერსია


  

3 მაისს, ლიგამუსში მარი ბექაურის "ელექტროთაობის" და ჯაბა ზარქუას "მკითხველი უნდა მოკვდეს" წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. აქ სკამების არა მაგრამ ცარიელი სკამების ნაკლებობას ვუჩივოდით, ეს ფაქტი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ხალხმრავლობა იყო. '"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულმა ორმა ახალმა წიგნმა დასაწყისშივე მიიზიდა მკითხველი, რომელიც უნდა მოკვდეს.






ელექტროთაობა მარის პირველი წიგნია. როგორც დათო ტურაშვილმა აღნიშნა - "მარი ბექაურის პროზა ეროტიკული კი არა გულწრფელია"-ო მეც ასე გულწრფელად ვულოცავ მას ამ მოთხრობების კრებულის გამოცემას. ეს ერთი და სხვა მრავალი..









  რაც შეეხება ჯაბა ზარქუას წიგნს - ჩვენი ყურადღება პირველ რიგში იმან მიიპყრო, რომ მკითხველი უნდა მოკვდეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, მასში აღწერილი მოვლენები მომავალში ხდება, იმ მომავალში რომელშიც წიგნი იმონებს ადამიანს. აქ კი უცებ გამახსენდა ედგარ პოს მოთხრობა "იმ მომავალს".




   და ასე წიგნებით ინტერესაღძრულები, ავტოგრაფით დამშვენებულები და ნასიამოვნებნი წამოვედით პრეზენტაციიდან. ამ ორ წიგნთან დაკავშირებით კი გაგრძელება იქნება.. მალე





No comments:

Post a Comment