6.11.2012
მეხუთე კვირა
1[2] - ეს კვირა დაიწყო დიდუბეში სტუმრობით, იოტას დახლით მეტროს გამოსასვლელთან გარემოვაჭრეებს შორის.
ამ აქცია - პერფორმანსს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თან ერთვოდა მეორე აქტივობაც, ფლაერებისა და კატალოგების დარიგება.. ასევე ახლო მომავალში წიგნის ყიდვის მსურველებს გადაეცათ ფასდაკლების ბარათბი და ადგილობრივ გამყიდვლებს ჩავუტანეთ კატალოგიდან არჩეული მათთვის სასურველი რამდენიმე წიგნი.
3 - შემდეგ იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოებითა და დროშებით შეკაზმული მანქანა, რომლითაც თბილისის ცენტრალური ქუჩები მოვიარეთ.
4 - კაფე 30-ში, ინგმარ ბერგმანის laterna magica-სთან დაკავშირებული საღამო, სადაც წიგნზე და ბერგმანის კინემატოგრაფიაზე ისაუბრეს ბაკურ სულაკაურმა და laterna magica-ს მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ. გაიყიდა და გათამაშდა წიგნები. ასევე გავუშვით ბერგმანის ფილმი - ზაფხულის ღამის ღიმილი.. და ა.შ.
5 - კვირას, ღამის 10 საათზე, კვლავაც კაფე 30-ში ჯაზის მოყვარუთათვის მოეწყო საღამო ცოცხალი ჯაზ მუსიკის თანხლებით. სადაც გავათამაშეთ კახა თოლორდავას 'საუბრები ჯაზზე'.
საუბრები ჯაზზე
დღეს, კაფე 30-ში გაიმართა ვიკეასა და ოთო ბრძენიშვილის საღამო, რომლებმაც შეგვისრულეს მშვენიერი ქავერები მე-20 საუკუნის [და არამარტო] ყველაზე საინტერესო და ნოვატორული მუსიკალური მიმდინარეობიდან - ჯაზი. საღამოზე ვისაუბრეთ კახა თოლორდავას წიგნ 'საუბრები ჯაზზე'-ს ირგვლივ და ყველაზე მეტი მარკუს მილერზე.. [იგი დამსწრე საზოგადოებისათვის პროცენტულად ყველაზე საყვარელი ჯაზ შემსრულებელი აღმოჩნდა].
[http://www.youtube.com/watch?v=FX0rORcHOsA] ეს ლინკი კი მათთვისაა ვისაც ეს მიმდინარეობა ხიბლავს, king crimson-ის კომპოზიციის starless-ის ქავერი crimson jazz trio-ს შესრულებით.
[http://www.youtube.com/watch?v=FX0rORcHOsA] ეს ლინკი კი მათთვისაა ვისაც ეს მიმდინარეობა ხიბლავს, king crimson-ის კომპოზიციის starless-ის ქავერი crimson jazz trio-ს შესრულებით.
6.10.2012
LATERNA MAGICA
გუნდმა იოტამ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა და შემდეგ განგვეხორციელებინა საღამო - ინგმარ ბერგმანთან დაკავშირებული. ძირითადი მოტივი ამ საღამოს ორგანიზებისა იყო ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია ბერგმანზე როგორც მწერალზე, კინოხელოვანსა და რაც მთავარია როგორც პერსონაზე. გვესაუბრა მის ერთ–ერთ საუკეთესო წიგნზე "laterna magica"-ზე, რა თქმა უნდა წიგნის მთარგმნელ ლიკა ჩაფიზესთან და ბატონ ბაკურ სულაკაურთან ერთად.
Subscribe to:
Posts (Atom)