მესამე კვირა გამომცემლობის დავალების შესრულებით დავიწყეთ. მოვიძიეთ სამი სპონსორი სამი მწერლისთვის. რომლებიც წიგნის ფესტივალზე დააჯილდოვა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ჩვენი პირველი სპონსორი კინოთეატრი რუსთაველი გახდა
, მათ უჩა ზაქაშვილისათვის გადმოგვცეს ხუთი VIP ბილეთი, რომლითაც მას ერთი თვის მანძილზე შეეძლება ესტუმროს კინოთეატრს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პრემიერაზე.
მეორე პრიზი ჯაბა ზარქუასთვის გვინდოდა, ისიც ვიცოდით, რომ იგი აზარტულია და უყვარს პული. ჩვენც მივაკითხეთ საბილიარდო ბულდოგს და ისინიც დაგვთანხმდნენ სპონსორობაზე. ჯაბასაც VIP ბარათი გადაეცა, მას შეეძლება ერთი თვის მანძილზე ნებისმიერ დროს მიაკითხოს საბილიარდოს და ითამაშოს პული. [დაჯილდოვებაზე გაკვირვებული კი იყო რა იცოდით პული რომ მიყვარსო, მაგრამ რას არ შვრება ფეისბუქი].
რაც შეეხება მესამე სპონსორს ის ზუსტად დაჯილდოვების დღეს ვიპოვეთ. lit.ge რომელმაც გურამ მეგრელიშვილისათვის მოფიქრებული პრიზი უყოყმანოდ გადმოგვცა, ეს იყო 30 ლარიანი დეპოზიტი ონლაინ წიგნებზე. ეს პრიზი სწორედ გურამ მეგრელიშვილისთვის იმიტომ დავაწესეთ რადგან ვიცოდით რომ მას აქვს იოტა რიდერი.
დიდ მადლობას ვუხდით სპონსორებს გვერდში დგომისთვის.
1.წიგნის ფესტივალის დაწყების დღიდან ვარიგებდით გამომცმლობის მიერ გადმოცემულ ფლაერებს და წიგნებს ჩვენს მიერ გაკეთებული ყდებით.
2.ამას მოჰყვა შაბათს გაკეთებული მოსიარულე პერფორმანსი წერეთელი – ვაკე – რუსთაველის ტერიტორიაზე, რომლითაც პროპაგანდას ვუწევდით უილიამ გოლდინგის ბუზთა ბატონს.
3.კვირას დილის 7 საათზე დავიძარით თბილისიდან ბორჯომისკენ, სადაც სამის ნახევარზე ბაღის ბავშვები გველოდებოდნენ. მათ 3D ალისა საოცრებათა ქვეყანაში ჩავუტანეთ.
4.კვირა დღე მხოლოდ ამით არ დასრულებულა, ბორჯომის პარკში გავათამაშეთ ორი წიგნი და ადგილზე გაცნობილ ბავშვებთან ერთად მოვაწყეთ ფლეშმობი.
ბორჯომმა ძალიან გვასიამოვნა და ხვალინდელი დღეც წინ გველის : ]
No comments:
Post a Comment