5.14.2012

100 ქართული აზრი

      მსოფლიო დაფუძნებულია სტატისტიკაზე, იკვლევენ ყველას და ყველაფერს რაც ჩვენ ირგვლივაა. ჩვენც ამ მსოფლიოს  ნაწილი ვართ და გადავწყვიტეთ მცირე კვლევა ჩაგვეტარებინა, ინტერვიუს სახით, რათა გვეკვლია საზოგადოების აზრი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემული წიგნების შესახებ. დაგვედგინა ქართულ რეალობაში ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი წიგნები.
იდეა და იდეის რეალიზებაც ჩვენ, გუნდ იოტას, გვეკუთვნის. საკუთარი შესაძლებლობებით შევქმენით კითხვარი, რომელშიც როგორც დახურული, ასევე ღია კითხვაც შედიოდა. მოვიცავით თითქმის ყველა კატეგორია, რომელშიც სულაკაურის გამომცემლობა აქტიურად გამოსცემს წიგნებს. თითოეულ კატეგორიაში შევიყვანეთ განსხვავებული ეპოქის, ავტორის, ჟანრის და ა.შ. ნაწარმოებები, რადგანაც ყველა რესპოდენტს ჰქონოდა არჩევანის გაკეთების თავისუფალი საშუალება. ასაკობრივი დიაპაზონი 14–დან 55 წლამდე მოვიცავით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თაობა, რომელიც წიგნს კითხულობს და მათთვის პრიორიტეტული წიგნები. გამოკითხულ იქნა 100 ადამიანი და კვლევა მიმდინარეობდა უნივერსიტეტებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. კითხვარი მოიცავდა 6 კატეგორიას, ესენია: 1, საბავშვო შემეცნებითი 2, საბავშვო საკითხავი ლიტერატურა       3, სხვადასხვა 4, ქართული პროზა 5, საზოგადოება/პოლიტიკა 6, თარგმნილი პროზა. მხოლოდ ერთი მე–7 ღია კითხვა ჩავსვით, რომელიც იკვლევდა თუ რა წიგნის გამოცემას ისურვებდა ინდივიდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულს. კვლევა წარმატებით განვითარდა, თითქმის ყველა რესპოდენტი სიამოვნებით გვთანხმდებოდა კვლევაში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვასაიდუმლოვებდით მათ ვინაობას და ამას იმით ვხსნიდით , რომ ეს არ იყო რაიმე ფსიქოლოგიურ–სოციალური კვლევა, ეს იყო უბრალო გამოკითხვა, რომელშიც ყველა თავისი სურვილით იღებდა მონაწილეობას და რომელიც მოგვცემდა საშუალებას განსაკუთრებით წარმატებული წიგნები გამოგვევლინა. მაშ ასე! სულ რაღაც 3 დღეში მოვაგროვეთ 100 მოხალისე და შემდეგ სევუდექით მონაცემების დამუშავებას. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თურმე საქართველოში არც ისე ბევრი კითხულობს წიგნებს, როგორც მეჩვენებოდა. მოკლედ, გაგაცნობთ რეზულტატს და გამოვავლენთ გამარჯვებულ წიგნს თითოეულ კატეგორიაში.

               1, საბავშვო შემეცნებითი – "ჩვენი სამყარო"

               2, საბავშვო საკითხავი ლიტერატურა – "ჩემი პირველი ქართული ზღაპრები" და "პიტერ პენი" (ჯეიმს მეთიუ ბარი)  ორივე წიგნს იდენტური წარმატება აღენიშნა.

               3, ქართული პროზა – "კაცია–ადამიანი?!" (ილია ჭავჭავაძე)

               4, საზოგადოება/პოლიტიკა – "ჩემი მე–20 საუკუნე" 1–ლი და მე–2 ტომი (რევაზ გაჩეჩილაძე)

                5, თარგმნილი პროზა – "ტრამალის მგელი" (ჰერმან ჰესე)

                6, სხვადასხვა – "რენესანსი"

რაც შეეხება ბოლო, ღია კითხვას, აქ ხმები თითქმის ორად გაიყო, რესპოდენტთა უმრავლესობა ითხოვდა – "პატარა პრინცი"(ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი) და "მეტამორფოზა" (ფრანც კაფკა).
             
ამით არ დასრულებულა ინტერვიუს დროს ჩვენი აღმოჩენები, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი შეგვხვდა, რომელმაც ინტერვიუს დროს აღმოაჩინა, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას აქვს გამოცემილი მისთვის საინტერესო წიგნი, რომელსაც "თურმე" ელოდებოდა და ზოგ რესპოდენტს კონკრეტული წიგნი სახლში ჰქონდა და ეს მისთვის საყვარელი წიგნი, რომ სულაკაურის გამომცემლობის მიერ იყო გამოცემული ამაში სამწუხაროდ დარწმუნებული არ იყო. მოულიდნელია ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფაქტები – საქართველოში უმეტესობა მკითხველისთვის სულ ერთია თუ ვისი გამოცემულია წიგნი, რომ გამომცემლობის მიერ უპირატესობა არ ენიჭება წიგნებს და საერთოდ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის უმრავლესობაც ინფორმაციულ დეფიციტს განიცდის.

შედეგებით რამდენადაც უკმაყოფილონი არ უნდა ვიყოთ, ფაქტი ერთია: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ქართულ საზოგადოებას აძლევს რეალურ შანსს, რომ იკითხოს კარგი და ხარისხიანი წიგნები და რომ ამ გამომცემლობას შეუძლია ნებისმიერი გემოვნების მქონე მკითხველი დააკმაყოპილოს – ამისთვის გმადლობ გამომცემლობას!

P.S. სხვა თუ არაფერი იოტანავტელებმა შევძელით წიგნის მქონე პირებს დარწმუნებით გაეგოთ თუ რომელი გამომცემლობის მიერ არის გამოცემული მისი საყვარელი წიგნი.

3 comments:

  1. Anonymous4:04 PM

    საინტერესო კვლევა ჩაგიტარებიათ... :)

    ReplyDelete
  2. გმადლობ!

    ReplyDelete
  3. საინტერესო კვლევაა ნამდვილად, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მთლად ასე კარგადაც არაა საქმე:(

    ReplyDelete