ვიქირავეთ დახლი, გავშალეთ წიგნები და შევუდექით საქმეს. ამ ყველაფრამდე კი ბაზარში გამყიდვლები დავიარეთ, გავაცანით კატალოგები, შევთავაზეთ ფასდაკლება წიგნებზე და შეკვეთებიც მივიღეთ მათგან. ძირითადად შვილიშვილებისა და შვილებისთვის უნდათ წიგნები, ზოგსაც თავისთვის, შუადღეს როცა ბაზარში კლიენტურა კლებულობს ვაჭრობას ანაცვლებს წიგნი, სასურველია რომ პირიქით იყოს მაგრამ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ.. თუ ვერ იშოვე ფული [ამ შემთხვევაში ტანსაცმლისა და პროდუქტის გაყიდვით] ვერ იყიდი წიგნს. მოკლედ გუნდ იოტას და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას დიდუბეში უკვე თითქმის ყველა გამყიდველი იცნობს. ხვალ და ზეგ ვუყიდით წიგნებს და ადგილზე მივუტანთ, დროის უქონლობის გამო რაც მძიმე სამუშაო გრაფიკის ბრალია იშვიათად თუ ახერხებენ მიაკითხონ წიგნის მაღაზიებს, ისიც გვითხრეს რომ ბაზარში ბუკინისტები დადიან, მათ აბარებენ სასურველ წიგნებს და ელოდებიან როდის დაბრუნდება ბუკინისტი მათ წიგნებთან ერთად.
ამის მერე გადავინაცვლეთ დახლთან. ხალხის ინტერესი მართლა მოსალოდნელზე მეტი იყო. სამი საათის განმავლობაში 400-500 კაცს გავესაუბრეთ, დავარიგეთ კატალოგები, ფლაერები, კატალოგების დამთავრების შემდეგ, ვიყიდეთ პატარა ფერადი ფურცლები და იქ ვწერდით გამომცემლობის ვებ გვერდის მისამართს, ჩვენი გუნდის სახელს და ინფორმაციას გამომცემლობის ადგილმდებარეობის შესახებ. დამერწმუნეთ ამ ორი კვირის [და შესაძლოა შემდეგი კვირების] მანძილზე გუნდ იოტას სახელით ბევრი ადამიანი მიაკითხავს აღმაშენებლის 150-ს.
რამდენიმე დაინტერესებულმა გამოთქვა სურვილი რომ გამომცემლობის წიგნები არა მარტო წიგნების მაღაზიებში არამედ მსგავს ხალხმრავალ ადგილებშიც იყიდებოდეს. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ დღეზე კიდევ შეიძლება ერთი ამდენის დაწერა თავს აღარ მოგაწყენთ [დიდი პოსტია ისედაც] და შემოგთავაზებთ ფოტომასალას.
No comments:
Post a Comment