6.17.2012

რუსთავი

ოთხშაბათს იოტა რუსთავისკენ დაიძრა. დროშებით, კატალოგებით, და ფლაერებით შეიარაღებული.
იქვე დავიწყეთ ibook–ის რეკლამის გაკეთება, ვარიგებდით ფლაერებს და ვაწვდიდით ინფორმაციას საიტის შესახებ.
რუსთავისათვის კარგი რამ გვქონდა მოფიქრებული და რათქმაუნდა განვახორციელეთ კიდეც. ერთ–ერთ ხალხმრავალ ბაღში დავბინავდით და დავიწყეთ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებში 10 გვერდის მონიშვნა. წაღებული წიგნებიდან ყველა მათგანში მოვნიშნეთ 10 გვერდი, ამოვირჩიეთ ფრაზა და დავიწყეთ 25%–იანი ფასდაკლების მოგების მსურველთა ძებნა. საკმაოდ ბევრნი აღმოჩნდნენ და რაც ფასდაკლებები გვქონდა სულ გავათამაშეთ. თამაშის პრინციპი ასეთი იყო:
ორი ადამიანი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, თითოს ერთი წიგნი ეძლეოდა და ასევე ვეუბნებოდით ფრაზას რომელიც ავარჩიეთ, მათი მოვალეობა იყო სწრაფად ეპოვათ ეს ფრაზა ამ 10 გვერდში. ვინც უფრო დაკვირვებული აღმოჩნდებოდა იგებდა ფასდაკლებას. ეს ღონისძიება იმ მიზნით გავაკეთეთ რომ ადამიანებს ეკითხათ და გამოგვივიდა კიდეც. სისწრაფესთან ერთად ამ დავალების შესრულებას დაკვირვებაც ჭირდებოდა ..
ერთ–ერთ ბარში, მაგიდებზე დავალაგეთ pink floyd–ის,  the beatles–ის და ibook–ის ფლაერები.
მერიის წინ სკამზე მიწოლილმა დროშა გადავიფარე და ასე ვიქცევდი გამვლელ–გამომვლელთა ყურადღებას [მიწოლილი კი იმიტომ ვიყავი რომ მოვიწამლე წინა დღეს და ფეხზე ვერ ვიდექი მგზავრობის შემდეგ, ვერ ვიტყვი რომ დროშის ქვეშ წოლამ მიშველა მაგრამ შემდგომმა ხალხის დაინტერესებამ გამომაფხიზლა და დამიბრუნდა სახეზე ფერი ღიმილთან ერთად] ]]]

მეტი ფოტოების სანახავად ნახეთ ალბომი








No comments:

Post a Comment