5.09.2012

ღამეც ასეთი უნდა


   დამღალეს ამ სამკუთხედმა ურთიერთობებმა. თავისით რომ იცვლიან ფორმებს, ზომებს, გრადუსებს.. ხან მახვილკუთხა, ხან ბლაგვკუთხა, მერე მართკუთხა, ტოლგვერდა, ტოლფერდა... რა სიამოვნებით დავუმტვრევდი ფერდებს.
არა და ხომ შეიძლება იყოს უფრო მარტივი და უბრალო, იყოს მონაკვეთი.. რამდენიც არ უნდა იტრიალოს, გადიდდეს, დაპატარავდეს, სირბილი ისწავლოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს მაინც მონაკვეთია, შეიძლება ამ სამკუთხედის ერთი მონაკვეთი გვერდი ან მრავალკუთხედის, რა მნიშვნელობა აქვს.. თუნდაც არაფრისგან არ იყოს მოკვეთილი მაინც მონაკვეთია.
http://www.youtube.com/watch?v=lSDQ1xO8n0U

ფოტოს ავტორი: გუნდი იოტა


   

2 comments: