ჩვენ გადავწყვიტეთ გავცდენოდით თბილისის ფარგლებს და შემდეგი ღონისძიების ჩასატარებლად გავემგზავრეთ ქალაქ ბორჯომში. გადაწყვეტილი გვქონდა პირველად ვწვეოდით ბაღს და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გაგვეცნო ბავშვებისთვის.
ბორჯომის გამგეობაში წინასწარ იცოდნენ, რომ ჩავდიოდით გუნდი იოტა ბაღის ბავშვებთან შესახვედრად და რადგან კვირაობით ბაღები არ მუშაობენ მათ წინასწარ გააფრთხილეს მშობლები, რომ კვირას ორ საათზე ჩატარდებოდა ღონისძიება. შეხვედრა შედგა N1 ბაღში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან. ისევე, როგორც თბილისის 171–ე ბაღში, მათთანაც წარდგენილი გვქონდა 3D წიგნი, მაგრამ ამჯერად "პიტერ პენი" ჩაანაცვლა წიგნმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" . პირველ რიგში გავეცანით ბავშვებსა და მათ მშობლებს, ვუამბეთ პროექტის შესახებ, შემდეგ წავუკითხეთ წიგნი და დავათვალიერებინეთ ილუსტრაციები. ბავშვებს დავუსვით კითხვები თუ რომელი ნაწილი მოეწონათ წიგნიდან ყველაზე მეტად, მათი უმრავლესობა დაინტერესდა ალისას გაზრდის ისტორიით, ჩვენ კი დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მათაც ალისასავით სწრაფად სურადთ გაზრდა.პერსონაჟებიდან კი ყველაზე მეტად მოეწონათ მუხლუხო და კატა. რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ბაღებთან ურთიერთობის გამოცდილება დავასკვენით, რომ ბავშვებს იზიდავთ 3D წიგნები. მშობლებმა კი სურვილი გამოთქვეს ქართული ზღაპრებიც გამოსცენ ამ ფორმატში.
No comments:
Post a Comment