6.10.2012

LATERNA MAGICA

გუნდმა იოტამ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა და შემდეგ განგვეხორციელებინა საღამო -  ინგმარ ბერგმანთან დაკავშირებული. ძირითადი მოტივი ამ საღამოს ორგანიზებისა იყო ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია ბერგმანზე როგორც მწერალზე, კინოხელოვანსა და რაც მთავარია როგორც პერსონაზე. გვესაუბრა მის ერთ–ერთ საუკეთესო წიგნზე "laterna magica"-ზე, რა თქმა უნდა წიგნის მთარგმნელ ლიკა ჩაფიზესთან და ბატონ ბაკურ სულაკაურთან ერთად.
საღამო შაბათს 5 საათზე "კაფე 30"–ში შედგა. საზოგადოება  მართლაც რომ განსაკუთრებით დაინტერესდა ბერგმანით და მისი შემოქმედებით, რადგან მთელი საღამო სუნთქვა შეკრულნი გვისმენდნენ ჩვენ, გუნდ იოტას და სხვა თანაწამყვანებს, გმადლობ თქვენ საზოგადოებავ. ბატონმა ბაკურმა და ქალბატონმა ლიკამ კი ბერგმანთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე ისაუბრეს რომ თითქმის ვერსად შევძლებდით მათ ამოკითხვას და რათქმაუნდა განსაკუთრებული მადლობა მათ. საღამოს ბოლოსთვის დაგეგმილი იყო ბერგმანის, როგორც რეჟისორის წარდგენა, რამდენიმე სიტყვით მისი შემოქმედების შესახებ მარიამმა და "მარგომ" ისაუბრეს და შემდეგ ფილმიც გავუშვით – "ზაფხულის ღამის ღიმილი". მიუხედევად იმისა რომ ფილმი დაახლოებით ორ საათიანი იყო სტუმრების უმრავლესობა ბოლომდე დარჩა ფილმის სანახავად. ფილმის დასრულებისთანავე დაისვა კითვა იმისათვის, რომ წიგნი გაგვეთამაშებინა და კითვა მდგომარეობდა შემდეგში: "დაასახელეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რომელი წიგნის კინოეკრანიზაციაში  თამაშობს ბერგმანის საყვარელი მსახიობი "მაქს ფონ სიუდოვი" ? სწორი პასუხია "ტრამალის მგელი" და წიგნი ლუბამ [ქეთი კალაძე] მოიგო და მილოცვები მას ჩვენგან.
და ბოლოს საღამო "მქუხარე" ტაშით დასრულდა.
ყველაზე გამაბედნიერებელი ფაქტი იოტასთვის კიდევ ერთი რამ იყო. გამომცემლობიდან მხოლოდ ხუთი წიგნი წამოვიღეთ იმ ვარაუდით, რომ იქნებ გაგვეყიდა. ბოლოს კი სიტუაცია ისე წავიდა, რომ საკუთარი მეექვსე წიგნიც კი მივაყიდეთ უკმაყოფილოდ რომ არ გაგვეშვა სტუმრები და კიდევ ორი ფასდაკლების ბარათით გავისტუმრეთ რადგან სულაკაურის გამომცემლობაში იგივე ფასად შეეძინათ "laterna magica".

 ბოლოს კი ისევ მადლობებით დავასრულებ: უღრმესი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და რაც მთავარია ბაკურ ბურდულს მთელი ამ პროექტის განმავლობაში უანგაროდ გვერდით დგომისათვის.











No comments:

Post a Comment