6.04.2012

იოტა მაღლივში


იოტანავტელებმა გადავწყვიტეთ თსუ-ს მაღლივ კორპუსს ვსტუმტებოდით და იქაური სტუდენტებისთისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია "წიგნების თაობის" შესახებ.
ღონისძიენა შემდეგნაირად დაიგეგმა: შევადგინეთ კითხვარი, რომელშიც შედიოდა კითხვები ლიტერატურის, წიგნებისა და მწერლების შესახებ(რომლებიც სულაკაურის გამომცემლობაში შედიოდა), ჩვენ თითოეულ სტუდენტს ვუსვამდით სამ კითხვას და თუ ის ერთზე მაინც გაგვცემდა სწორ პასუხს საჩუქრად (და მადლობის ნიშნადაც)  გადავცემდით სულაკაურის გამომცემლობის ოცდახუთ პროცენტიან ფასდაკლების ბარათს. ასე და ამგვარად, შაბათ დილით თერთმეტ საათზე იოტა მაღლივში ავიდა და დაიწყო გათამაშებაში მონაწილე შტუდენტების მოძიება. სანამ კონკრეტულად კითვებზე გადავიდოდით მანამდე საზოგადოებას ვაცნობდის პროექტისა და ჩვენი გუნდის შესახებ ინფორმაციას. როგორც მოველოდით მაგლივში ბევრი მოხალისე ვიპოვეთ და დაახლოებით ოცი ფასდაკლების ბარათიც გავათამაშეთ. ერთადერთი შეფერხება სურათების გადაღება იყო, სტუდებტები არ იყვნენ საკუთარ ინტელექტუალურ მონაცემებში დარწმუნებულები და გვთხოვდნენ ფოტოები მათთვის არ გადაგვეღო, იოტანავტელბს კი უწევდათ მტკიცება რომ ეს ჩვენი წარმატებისთვის აუცილებელი იყო და ამ თხოვნის შემდეგ ზოგ კეთილმოსურნე სტუდენტს უკან მიჰქონდა საკუთარი უარყოფა. და მადლობ მათ ამისთვის. ანუ სულაკაურის გამომცემლობა მინიმუმ ოც სტუდენტს უნდა ელოდეს საკუთარ წიგნების მაღაზიაში, რომლებიც ამაყად შეიძენენ წიგნებს დამსახურებული ფასდაკლებით.


ვიდეო მასალა  http://www.facebook.com/video/video.php?v=321054584641334&saved - ეს ბიჭი იყო პირველი ვინც მოიგო ფასდაკლება
ესეც მეორე ვიდეო - http://www.facebook.com/photo.php?v=321064624640330 ამ ბიჭთან ბევრი და საინტერესოდ ვილაპარაკეთ, არამარტო წიგნებზე : ]















No comments:

Post a Comment