5.15.2012

კარცერი ლუქსი

3 მაისს გამართული პრეზენტაციის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენ ირგვლივ არსებული ადამიანები, რომლებსაც მართლაც უყვართ კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, პრექტის ფარგლებში ჯდებოდა და
ჩვენც იმ დღიდან მოყოლებული დავიწყეთ ყველა მკითხველი მეგობრის კადრზე აღბეჭვდვა. დაახლოებით 50 მოხალისე გამოჩნდა, რომლებიც თანახმანი იყვნენ დაგვეპატიმრებინა მხლოდ იმიტომ, რომ ისინი კითხულობენ ბაკურ სულაკაურის გამოცემულ წიგნებს. დაპატიმრება პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ, ჩვენ ''ბადრაგებმა'' იდეალური პირობები შევუქმენით ჩვენ მიერ დაპატიმრებულ ადამიანებს - კარცერი ვაქციეთ ლუქსად, იგი გადავსებული იყო სულაკაურის გამომცემლობის წიგნებით.პატიმრის ერთადერთი მოვალებობა იყო, მას რაც შეიძლება ხმამაღლა ეკითხა წიგნები. კარცერიც იდეალურ ადგილებში მოვათავსეთ - სამხატვრო აკადემიასა და გუდიაშვილის ბაღში. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, გარდა ჩვენ მიერ დაპატიმრებული ადამიანებისა რიგითი გამვლელებიც მოიხიბლნენ ჩვენი საკნის წიგნსავსეობით და საკუთარი ნებით ენაცვლებოდნენ პატიმრებს წიგნის ხმამაღლა კითხვაში. დასამახსოვრებელია ერთი ''ტიპი'' რომელსაც ჩვენდა გასაკვირად ჩანთაში აღმოაჩნდა ''მე, მარგარიტა'' ამ ''ტიპმა'' (რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს) გვითხრა, რომ ჩანთით სულ დააქვს წიგნები, კონკრეტულად კი სულაკაურის გამომცემლობის მიერ გაცემული წიგნები.
საღამო დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა "ოხ ეს მოხალისეები :]]]]]]]]]]" დაგეგმილზე მეტად დავიქანცეთ და დაგეგმილზე მეტად მოგვშივდა ასე და ამგვარად გადავწყვიტეთ მეგრულ სამზარეულოს ვსტუმრებოდით, ძმებ ზუბალაშვილების ქუჩაზე მაგრამ ოხ ეს მეგრელები :[[[[[[[[[[[ სასადილო დაკეტილი დაგვხვდა.
ღონისძიების ფოტომასალა იხილეთ ლინკზე

No comments:

Post a Comment