6.11.2012
მეხუთე კვირა
1[2] - ეს კვირა დაიწყო დიდუბეში სტუმრობით, იოტას დახლით მეტროს გამოსასვლელთან გარემოვაჭრეებს შორის.
ამ აქცია - პერფორმანსს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თან ერთვოდა მეორე აქტივობაც, ფლაერებისა და კატალოგების დარიგება.. ასევე ახლო მომავალში წიგნის ყიდვის მსურველებს გადაეცათ ფასდაკლების ბარათბი და ადგილობრივ გამყიდვლებს ჩავუტანეთ კატალოგიდან არჩეული მათთვის სასურველი რამდენიმე წიგნი.
3 - შემდეგ იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგოებითა და დროშებით შეკაზმული მანქანა, რომლითაც თბილისის ცენტრალური ქუჩები მოვიარეთ.
4 - კაფე 30-ში, ინგმარ ბერგმანის laterna magica-სთან დაკავშირებული საღამო, სადაც წიგნზე და ბერგმანის კინემატოგრაფიაზე ისაუბრეს ბაკურ სულაკაურმა და laterna magica-ს მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ. გაიყიდა და გათამაშდა წიგნები. ასევე გავუშვით ბერგმანის ფილმი - ზაფხულის ღამის ღიმილი.. და ა.შ.
5 - კვირას, ღამის 10 საათზე, კვლავაც კაფე 30-ში ჯაზის მოყვარუთათვის მოეწყო საღამო ცოცხალი ჯაზ მუსიკის თანხლებით. სადაც გავათამაშეთ კახა თოლორდავას 'საუბრები ჯაზზე'.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment