გათამაშების პრინციპი სახალისო იყო როგორც ჩვენთვის ასევე მონაწილეებისათვის და სასარგებლო გამომცემლობისთვის, რადგან როგორც აღმოვაჩინეთ ბევრმა აკადემიელმა არ იცოდა თუ როგორი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო, ჩვენი წყალობით კი
დღის პარასკევის შემდეგ იციან.
იოტანავტელებმა დავამზადეთ კუსტარული ფაზლი, რომელიც აწყობილ მდგომარეობაში ასე გამოიყურება.
გათამაშების მონაწილეების დავალება იყო ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეწყოთ გამომცემლობის ლოგო.
გათამაშება ჩავატარეთ ჯერ აკადემიის მეოთხე სართულზე სადაც საუკეთესო დრო ელისო კირვალიძემ აჩვენა, ლოგო წუთსა და 17 წამში ააწყო. შემდეგ გადავინაცვლეთ ეზოში და იქ სამი ფასდაკლების ბარათი გავათამაშეთ მსურველთა სიმრავლისდა გამო.
ასევე 3 ფასდაკლების ბარათი გავათამაშეთ მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანატში, პაექრობა ლექტორთა შორის შედგა, მათ დავუსვით ხუთი კითხვა რენესანსისა და იმპრესიონიზმის პერიოდიდან. მათგან სამზე მივიღეთ სწორი პასუხი [ერთ-ერთი მათგანი შემოსწრებულ სტუდენტს ეკუთვნოდა] და თითო პასუხისათვის -25%-ით დავასაჩუქრეთ.
ჩვენი ბოლო კონკურსი როგორც აღმოჩნდა ყველას არ ხიბლავდა და მხოლოდ სამმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, კონკურსის არსი იმაში მდგომარეობდა რომ მათ უნდა დაეწერათ პატარა მოთხრობა და დალოდებოდნენ ჩვენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას თუ რომელი ჯობდა ყველას ]]]
სამი საკონკურსო ნამუშევრიდან კი ყველას ჯობდა გვანცა ჯიშკარიანის მოთხრობა [ხვალ დავდებ].
ასე და ამგვარად ცოტა ჩვენ გავერთეთ, ბევრი სხვები და რვა -25% გავათამაშეთ.
მეტი ფოტოები იხილეთ ამ ლინკზე
No comments:
Post a Comment