5.04.2012

ესეც ასე?!


   ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ "მშვენიერ" დღეს ჩემმა მგობარმა, გიგამ, მითხრა "ბაკურ სულაკაურის გამომემლობის" ახალი პროექტის შესახებ და შემომთავაზა მონაწილეობა.. შემდეგ, კიდევ ერთი მეგობარი შემოგვიერთდა და სამი ფიქრს მონატრებული სტუდენტი გაჩნდა პროექტ "წიგნების თაობაში"..

  ასე ჩამოვყალიბდით გუნდად, რომელსაც "იოტა" დავარქვით. რატომ იოტა? - იმიტომ, რომ წერას უკავშირდება, უბრალოდ მარტივ სიტყვაა და წარმატების საწინდარი სწორედ სიმარტივეშია..
   მოკლედ, ასე და ამგვარად, თითქმის უკანასკნელ დღეს გავიარეთ რეგისტრაცია და კიდევ ერთ "მშვენიერ" დღეს მოვხვდით პრეზენტაციაზე. გამომცემლობის ვერანდა სავსე იყო ჩემნაირი და არც ისე ჩემნაირი სტუდენტებით, მწერლებით, გამომცემლობის თანამშრომლებით, ჟიურის წევრებითა და სასუსნაოებით. ერთადერთი სკამები დამაკლდა თორემ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.. რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, პირველივე ჩვენმა გაფართხალებამაც პროექტთან დაკავშირებით გაჭრა და ჩვენ მიერ გაშიშვლებული სესილიაც მისაღები აღმოჩნდა იქ მყოფთათვის - ესეც პირველი წარმატება! საღამო მშვიდად განვითარდა და მშვიდადვე დასრულდა. ოდნავადაც არ დავეჭვებულვართ არჩევნის სისწორეში - მონაწილეობა აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა და ჩვენი ზებევრი იდეების რეალიზებისკენ დაგვეწყო სვლა...
   და აჰა, შეიმნა ბლოგი! პირველი იდიოტური პოსტიც დაიწერა, დასაწყისზეც გიამბეთ და ისღა დამრჩენია წარმატება ვუსურვო იოტანავტელებს.





No comments:

Post a Comment