5.28.2012

წიგნი დაუბრუნდა მკითხველს

24 მაისს თბილისის წიგნის გამოფენის მე–14 საერთაშორისო ფესტივალის დაწყების დღიდან ჩვენც აქტიურად დავიწყეთ წიგნის ფესტივალისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის შესახებ საზოგადოებისთვს ინფორმაციის მიწოდება.სულ რამდენიმე საათში 200–მდე ბუკლეტი გაქრა.
ამ ბუკლეტებს შევმატეთ ჩვენ მიერ შეგროვებული სხვებისთვის უვარგისი და გადასაყრელი წიგნები, რომელზეც გადავაკარით ჩვენივე გაკეთებული "ყდები". ეს წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მე–14 საერთაშორისო ფესტივალის დამზადებულ კატალოგთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში დავდეთ და გავაკარით,ავტობუსებში, სკვერებში, ბარებში, საბილიარდოებში, კინოკლუბებში და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრ გამვლელში ინტერესი გამოიწვიეს ამ წიგნებმა. რამდენიმე მათგანი აიღეს კიდეც, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ შევძელით ამ წიგნებს დაკარგული ფუნქციები აღედგინათ.










No comments:

Post a Comment