გუნდ იოტას პირველი კვირა საშინლად დატვირტული ჰქონდა სხვადასხვა ღონისძიებებით და ამ ღონისძიებების კულმინაცია იყო ორშაბათი დღე, როდესაც კაფე 30–ში გაიმართა ჯაბა ზარქუასა და მარი ბექაურის წიგნების რე–პრეზენტაცია.
კაფე, რომელიც გრიბოედოვის 30–ში მდებარეობს და რომლის მეპატრონეც არის ბაკურ ბურდული აბსოლუტურად უანგაროდ დაგვიდგა გვერდით და მოგვცა საშუალება საზოგადოებისთვის წარგვედგინა 2 წიგნი თავისივე ავტორებით. საღამოს ორგანიზება რამდენიმე დღეში მოვახერხეთ, მოწვეულ იქნა სხვადასხვა თაობის და საქმიანობის ადამიანები, თუმცა უმრავლესობა რათქმაუნდა სტუდენტები იყვნენ, რადგანაც ჩვენც სტუდენტები ვართ, ელექტროთაობა რომელშიც მკითხველი კვდება. მაშ ასე! ორშაბათს, საღამოს 18:00 საათზე კაფე 30–ში შედგა 2 წიგნის "მკითხველი უნდა მოკვდეს" – ჯაბა ზარქუა და "ელექტროთაობა" – მარი ბექაური რე–პრეზენტაცია. საღამოსადმი ინტერესი აშკარად იგრძნობოდა, რაგდან მთელი კაფე გადავსებული იყო. იყვნებ სტუდენტები, ლექტორები, სკოლის მოსწავლეები და ა.შ. ჯგუფმა იოტამ იქ მყოფ საზოგადოებას არა მარტო წიგნები და მათი მოკლე შინაარსი გააცნო (რათქმაუნდა მწერლებთან ერთად) არამედ ჩართო ღონისძიებაში დამსწრე საზოგადოება, ინტერაქციული რეჟიმი წარმატებით განხორციელდა, სტუმრებმა დაუსვეს კითხვები მწერლებს, ასევე გამოჩდნენ მოხალისე მკითხველები, რომლებმაც რამდენიმე მონაკვეთი წაიკითხეს მარისა და ჯაბას წიგნებიდან.
რაც შეეხება თავად მწერლებს მარიმ გამანდო, რომ - "ასე თავისუფლად არცერთ პრეზენტაციაზე არ ვყოფილვარ"-ო, ჯაბამ კი კარგი ორგანიზებული იყო, ყოჩაღთო.
მუსიკალურმა გაფორმებამ რომელიც არა მარტო ამ საღამოს არამედ ამინდსაც მოუხდა მეტად შეკრა აურა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ვიკეას და ოთო ბერძენიშვილს.
ასევე მადლობა კონკურენტი გუნდების ბავშვებს მოსვლისათვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.
ბოლოს კი იმას დავურთავდით რომ საღამო ბევრად კარგი იქნებოდა მოწვეული მწერლებიც რომ მოსულიყვნენ.
ესეც ვიდეომასალა.
ვიდეომასალა #2
მეტი ფოტოები ამ ლინკზე
No comments:
Post a Comment