6.18.2012

[ VI ]

ლაბირინთის პოსტი მადლობებით დავამთავრე ამას კი დიდი მადლობით დავიწყებ.

და დიდი მადლობა

იოტას წევრებს მოგვენატრება ეს პროექტი. ამ 6 კვირის განმავლობაში მე, გიგა და მარო დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით [ხანაც მთელი ღამეები], ვწერდით, ვფიქრობდით, წარმატებული ღონისძიებების შემდეგ ზოგჯერ ვსვავდით და რათქმაუნდა პირველი ჭიქა ღრმა ამოსუნთქვის მერე პროექტისა და ჩვენი მორიგი წარმატებული ღონისიძიებისა იყო [მართლა] ]]]
ხოდა ეს 6 კვირა თავიდან ბოლომდე გამომცემლობას ვეკუთვნოდით [გარდა ძილად ყოფნის და ბილიარდის თამაშის პერიოდისა]

თავიდანვე დიდი მადლობით კი დავიწყე მაგრამ ეხლა ნინოსა და თამუნას მინდა ვუთხრა დიდზე დიდი მადლობა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო აი ასეთები ვიყავით მიახლოებით ჩვენც და სხვა გუნდის წევრებიც >>> http://www.youtube.com/watch?v=YqwxWlU5ON0
http://www.youtube.com/watch?v=nsSul7K2qso და ბუქ ბუქ ბუქ ..

ამ კვირას რაც შეეხება 5 ღონისძიება ჩავატარეთ და +დავალება, რომელსაც სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას ვანხორციელებდით. დაბეჭდილი გვქონდა ibook-ის ფლაერები[დააკლიკე და მოგიტანენ], რომლებიც დავარიგეთ რუსთავში, აკადემიაში და თბილისში ყველა სხვა ღონისძიებების მიმდინარეობისას [გარდა ბოლო ღონისძიებისა].

1 - ორშაბათი - სამშაბათი. იოტას წევრებმა კურიერობა შევითავსეთ და კურიოტებად ვიქეცით.
2 - ოთხშაბათს ვესტუმრეთ რუსთავს წიგნებით, დროშებით, ფლაერებითა და კატალოგებით.
3 - ხუთშაბათს იყო აკადემიასა და კაფე 30-ში ჩატარებული გათამაშებები.
4 - შაბათს იოტანავტები წიგნით სავსე ურიკით ქუჩებში.
5 - კვირას კი მთელი ჩვენი ამ პროექტში მოღვაწეობის დამაგვირგვინებელი ღონისძიება გვქონდა საბჭოთა ბუნკერში.

ლაბირინთი - ტრამალის მგელი და კიდევ სამი სხვა



ბოლო კვირისთვის იოტას გვქონდა კარგა ხნის დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავდით და პროექტის ბოლო დღეს განვახორციელეთ.  არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ მართლაც მაგარი გამოგვივიდა.  

ეს fb-ზე გაკეთებული ივენთი რომლის საშუალებითაც მოვიწვიეთ წიგნის პოვნის მსურველები.. http://www.facebook.com/events/396300110406265/ [ამ ლინკზევეა ერთ-ერთი მონაწილის მიერ ლაბირინთში გადაღებული ვიდეო(19 წუთიანი)], [ასევე ივენთის აღწერაში თვითონ ლაბირინთიცაა აღწერილი, ეს კი იმიტომ რომ ძალიან ბნელოდა და ფოტოებზე კარგად ვერ ავსახეთ იქაურობა]... იდეის გაჩენის დროს ვაპირებდით მხოლოდ ერთი წიგნის[ტრამალის მგელის] გათამაშებას, შაბათს გადავწყვიტეთ რომ გავათამაშებდით მეორე წიგნსაც. ვერაზე არსებულ საბჭოთა ბუნკერში რომელიც ბოტანიკურ ბაღამდე გადის

აკადემია და კაფე 30

ხუთშაბათს, აკადემიასა და კაფე 30-ში გავათამაშეთ ფასდაკლებები, ისეთივე პრინციპით როგორითაც რუსთავში.
ასევე კაფე 30-ში გავათამაშეთ 5 ფასდაკლება სიბრძნე სიცრუისაზე [ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნი, ძალიან კარგი ილუსტრაციებით]. გათამაშების პრინციპი ამ წიგნზე ასეთი იყო:

6.17.2012

წიგნებით სავსე ურიკა

პარასკევს მივაკითხეთ პოპულს და ურიკა ვთხოვეთ შაბათისათვის. მათაც თანხმობა განგვიცხადეს და ჩვენც შაბათს პოპულის ურიკით რომელშიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ოცდაათამდე წიგნი ჩავალაგეთ, შევმოსეთ გამომცემლობის ლოგოს სტიკერებით და შემოვიარეთ კოლმეურნეობა–რუსთაველი–თავისუფლების ტერიტორია.
დაინტერესებული ადამიანები გვაჩერებდნენ და ათვალიერებდნენ ჩვენი ურიკის შიგთავსს.